ოფიციალურად: იოახიმ ლიოვი გერმანიის ნაკრებში 2020 წლის ზაფხულამდე იმუშავებს

AutoSharing Option
გერმანიის საფეხბურთო კავშირმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ იოახიმ ლიოვთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.

ლიოვს გერმანიის ნაკრებთან წინა კონტრაქტი 2018 წლის 31 ივლისამდე აკავშირებდა.

56 წლის სპეციალისტმა ბუნდესგუნდი 2006 წელს, გერმანიაში გამართული მუნდიალის შემდეგ ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით, ნაკრებმა 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა, 2014 წელს კი ჩემპიონობა იზეიმა. ევროპის პირველობაზე ლიოვთან ერთად გერმანიის ნაკრები ორჯერ ბრინჯაოსპრიზიორი გახდა (2012 და 2016 წლებში), ერთხელ კი - ვიცე-ჩემპიონი (2008).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული