გერმანიის ნაკრების შემადგენლობა და შვაინშტაიგერის ბოლო მატჩი

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების თავკაცმა იოახიმ ლიოვმა უახლოესი 2 მატჩისთვის 24-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

31 აგვისტოს ბუნდესმანშაფტი მიონხენგლადბახში ფინეთის ეროვნულ გუნდს ამხანაგურად უმასპინძლებს, ხოლო 4 სექტემბერს, უკვე მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის სტარტზე, ნორვეგიასთან საგარეო მატჩს გამართავს.

ვიდრე შემადგენლობას გაეცნობით, ერთ მნიშვნელოვან მომენტს გავუსვამთ ხაზს - ფინეთთან დაპირისპირება იქნება 32 წლის ბასტიან შვაინშტაიგერის ბოლო სანაკრებო მატჩი (რიგით 121-ე). ის ამ დღეს მხოლოდ სიმბოლურად გაიყვანს გუნდს კაპიტნის სამკლავურით და მერე იქვე გადასცემს ესტაფეტას... ალბათ, მანუელ ნოიერს. ყოველ შემთხვევაში, გერმანული მედია დარწმუნებულია, რომ ლიოვმა უკვე გააკეთა არჩევანი
"ბაიერნის" მეკარის სასარგებლოდ. არის სხვა ვერსიებიც - მატს ჰუმელსი, თომას მიულერი და სამი ხედირა.

და კიდევ: იოგის გუნდში მხოლოდ ერთი დებიუტანტია - 21 წლის მცველი ნიკლას ზიულე ("ჰოფენჰაიმი"), ვინც ახლახან რიოს თამაშებზე გერმანიის ოლიმპიური ნაკრების ღირსებას იცავდა. ამას გარდა, ლიოვმა შემადგენლობაში დაასახელა ანდრე შიურლეც ("დორტმუნდი"), თუმცა მერე გაირკვა, რომ ფლანგის შემტევს ტრავმა აქვს და შინ დარჩენა მოუწევს.

ახლა კი დროა, ლიოვის არჩევანსაც გადავხედოთ:

მეკარეები
: მანუელ ნოიერი (ბაიერნი), ბერნ ლენო (ლევერკუზენი), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა, ესპანეთი);
მცველები: ემრე ჩანი (ლივერპული, ინგლისი), იონას ჰექტორი (კიოლნი), ბენედიქტ ჰიოვედესი (შალკე), მატს ჰუმელსი, ჯოშუა კიმიხი (ორივე - ბაიერნი), შკოდრან მუსტაფი (არსენალი), ნიკლას ზიულე (ჰოფენჰაიმი), ჯონათან ტა (ლევერკუზენი);
ნახევარმცველები/თავდამსხმელები: ქარიმ ბელარაბი, იულიან ბრანდტი (ორივე - ლევერკუზენი), იულიან დრაქსლერი (ვოლფსბურგი), სამი ხედირა (იუვენტუსი, იტალია), ტონი კროოსი (რეალი, ესპანეთი), მაქს მაიერი (შალკე), მესუთ იოზილი (არსენალი, ინგლისი), ბასტიან შვაინშტაიგერი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), იულიან ვაიგლი (დორტმუნდი), თომას მიულერი (ბაიერნი), კევინ ვოლანდი (ლევერკუზენი), მარიო გიოტცე (დორტმუნდი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული