ბუნდესლიგა. I ტური. წინათქმა: 54-ე ბუნდესლიგა იწყება!

AutoSharing Option
ევროუქმეებზე "ფულ ჰაუსია", ტოპ-5 ლიგის კიდევ ერთი წარმომადგენელი - გერმანული ბუნდესლიგა "ალიანც არენაზე" დღეს აიღებს სტარტს. რაც გერმანიას ბუნდესლიგა დაერქვა, ეს 54-ე სეზონია.

ბაიერნი-ვერდერი
ახლანდელი "ვერდერი" მხოლოდ სახელია, თუმცა ჩვენ მაინც აქცენტი ახალი სეზონის პირველ მატჩზე გავაკეთეთ. ვიქტორ სკრიპნიკის კრებული მართლაც ძალიან შორს არის 2004 წლის ტრიუმფატორი "ვერდერისგან" და ბევრი მას გადარჩენისთვის ბრძოლას უწინასწარმეტყველებს ამ სეზონშიც.

ყველას გვაინტერესებს, როგორი იქნება კარლო ანჩელოტის "ბაიერნი", რომელიც დღეს "ალიანც არენაზე" "ვერდერს" მასპინძლობს. "ვერდერის" ვეტერანი ფორვარდი კლაუდიო პისარო ყოფილი გუნდის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ (შესაძლოა, უკანასკნელად)
ითამაშებს. პისარო ყველაზე ცნობილი ლეგიონერია გერმანიაში. მის ანგარიშზე 190 გოლია, 103 "ვერდერისა" და 87 "ბაიერნის" ანგარიშზეა.

კარლო ანჩელოტიმ "ბაიერნს" ერთი ტიტული უკვე მოაგებინა - გერმანიის სუპერთასი. შეგახსენებთ, რომ ანჩელოტი მხოლოდ მეოთხე იტალიელია, რომელიც ბუნდესლიგაში მწვრთნელად იმუშავებს ტრაპატონის, სკალასა და დი მატეოს შემდეგ. ანჩელოტის არ ეყოლება ბადშტუბერი, კოშტა, კომანი და ბოატენგი.

ტურს "გლადბახისა" და "ლევერკუზენის" საინტერესო მატჩი დაასრულებს.

ბუნდესლიგა. I ტური
პარასკევი. 26 აგვისტო
ბაიერნი-ვერდერი 22:30

შაბათი. 27 აგვისტო
დორტმუნდი-მაინცი 17:30
კიოლნი-დარმშტადტი 17:30
ჰამბურგი-ინგოლშტადტი 17:30
აუგსბურგი-ვოლფსბურგი 17:30
აინტრახტი-შალკე 17:30
გლადბახი-ლევერკუზენი 20:30

კვირა. 28 აგვისტო
ჰერტა-ფრაიბურგი 17:30
ჰოფენჰაიმი-ლაიპციგი 19:30

დისკვალიფიკაცია: ობინა (დარმშტადტი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული