გერმანიაში მორიგი სერიოზული ტრანსფერი გაიჩარხა

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე გერმანიაში მორიგი სერიოზული ტრანსფერი გაიჩარხა: "ჰოფენჰაიმის" შემტევი კევინ ფოლანდი კარიერას "ლევერკუზენში" გააგრძელებს! 23 წლის თავდამსხმელმა "ფარმაცევტებთან" კონტრაქტი 2021 წლამდე გააფორმა. "კიკერის" ინფორმაციით, "ლევერკუზენმა" "ჰოფენჰაიმს" 20 მილიონი ევრო გადაუხადა.

ლევერკუზენელებს ფოლანდის შეძენა დიდი ხანია, უნდოდათ. თავად ფეხბურთელს კი იმედი აქვს, რომ ლევერკუზენიდან გერმანიის ნაკრებში დაბრუნებას მოახერხებს.

"კევინი ძალიან სწრაფი და მონდომებული თავდამსხმელია, რომელიც ჩვენს წინა ხაზს მნიშვნელოვნად გააძლიერებს. მიხარია, რომ ეს ტრანსფერი ბოლოს და ბოლოს შედგა", - ეს "ლევერკუზენის" სპორტული დირექტორის, რუდი ფიოლერის სიტყვებია. ფოლანდს გერმანიის ნაკრებში 6 მატჩი
აქვს ჩატარებული, ბუნდესლიგაში კი 132 შეხვედრაში მის ანგარიშზე 33 გოლი და 38 საგოლე გადაცემაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული