ბუნდესლიგა. XXXI ტურის ფაქტები და სტატისტიკა: სუპერპროდუქტიული მხითარიანი

AutoSharing Option
* 19 წლის იულიან ბრანდტმა ზედიზედ მე-5 ტურში გაიტანა. ერთადერთი იუნიორი ფეხბურთელი, რომელსაც ბუნდესლიგის ისტორიაში უფრო ხანგრძლივი სერია ჰქონია, გერდ მიულერია, რომელმაც მიჯრით 6 ტურში შეაგდო. ვნახოთ, გაიმეორებს თუ არა ბრანდტი მის რეკორდს.

* ხავიერ ერნანდესმა "ლევერკუზენის" მაისურით ბუნდესლიგაში თავისი მე-17 გოლი 27-ე შეხვედრაში გაიტანა. ამ ნიშნულისთვის ჩიჩარიტოზე სწრაფად კლუბის ისტორიაში არავის მიუღწევია.

* ქარიმ ბელარაბი ისევ ფორმაშია. მან ბოლო 5 მატჩში 8 გოლში მიიღო მონაწილეობა - 2 გაიტანა, 6 გაატანინა.

* "ლევერკუზენთან" შეხვედრამდე "შალკეს" 67 მატჩის განმავლობაში არ წაეგო
ბუნდესლიგური თამაში, რომელშიც პირველი ტაიმის მერე იგებდა - 63 მოგება, 4 ფრე.

* ახალგაზრდა ტალანტი ლეროი სანე "შალკეს" რიგებში ამ სეზონში ყველაზე შედეგიანი - 7 გოლი, 5 პასი.

* ბერნდ ლენოს ბუნდესლიგის ამჟამინდელ მეკარეებს შორის ყველაზე მეტი პენალტი აქვს მოგერიებული - 9 (31-დან).

* "ბაიერნის" რიგებში ჩატარებულ 38 მატჩში დუგლას კოშტამ 19 გოლში მიიღო მონაწილეობა - 7 თავად გაიტანა, 12-ჯერ კი თანაგუნდელებს ასისტენტობა გაუწია.

* "დორტმუნდის" ნორჩმა ტალანტმა კრისტიან პულიშიჩმა, წინა ტურისა არ იყოს, ისევ გაიტანა.  იგი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია ბუნდესლიგის ისტორიაში, ვინც ორბურთიან ნიშნულს უწია - 17 წლის, 7 თვისა და 5 დღის.

* შინჯი კაგავამ ამ სეზონში 42 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 22 გოლი შექმნა - 12 გაიტანა, 10-ჯერ კი მეპასე იყო.

* ფენომენალური მაჩვენებელი აქვს ჰენრიკ მხითარიანს, რომელიც დღეს ბუნდესლიგის ფეხბურთელებს შორის ყველაზე პროდუქტიულია. მან ამ სეზონში 49 მატჩი ჩაატარა და 46 ბურთი "გამოაცხო" - 22 გოლი, 24 პასი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული