ბუნდესლიგა. XV ტურის წინ: იზეიმებს "ბაიერნი" შემოდგომის ჩემპიონობას?

AutoSharing Option
ბუნდესლიგის მე-15 ტურის მთავარი ინტრიგა უდავოდ ისაა, გახდება თუ არა "ბაიერნი" შემოდგომის ჩემპიონი ნაადრევად, ტურის ცენტრალური მატჩი კი შაბათის საღამოს შეხვედრაა, რომელშიც ერთმანეთს სწორედ "ბაიერნის" მთავარი მდევრები ხვდებიან - მეორეადგილოსანი "დორტმუნდი" მესამე პოზიციაზე მყოფ "ვოლფსბურგს" სტუმრობს.

უშუალოდ "ბაიერნის" მატჩიც დიდ ინტერესს იწვევს, რადგან რეკორდმაისტერი მიონხენგლადბახში ჩადის.

ტური დღეს "შალკესა" და "ჰანოვერის" დაპირისპირებით იწყება. გელზენკირხენული კლუბის მიზანი, რა თქმა უნდა, საუკეთესო ექვსეულში გამოზამთრებაა, მაგრამ "შალკემ" ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია გამოაცხო (0/2/3) და, შესაბამისად, ექვსეულს მიღმა აღმოჩნდა.

სწორედ ამიტომ დღეს, "ჰანოვერთან" საშინაო შეხვედრაში
გელზენკირხენელთა მიზანი მხოლოდ გამარჯვება და გულშემატკივრების თვალში რეაბილიტაციაა - წინააღმდეგ შემთხვევაში, "შალკეს" მდგომარეობას უკვე სრული სერიოზულობით უნდა ეწოდოს კრიზისი. თუმცა "ჰანოვერი" ნამდვილად არ არის სახუმარო მეტოქე, რასაც თუნდაც ამ გუნდის 4:0 მოწმობს, წინა ტურში რომ მოუგო "ინგოლშტადტს".

"გლადბახი" "ბაიერნისთვის" უხერხული მეტოქეა
მიუნხენის "ბაიერნი" გადასარევ ფორმაშია და ახლა თუ არა, მომდევნო ტურში მაინც გაინაღდებს შემოდგომის ჩემპიონობას, მაგრამ აქ მთავარი ის არის, რომ რეკორდმაისტერი მიონხენგლადბახის "ბორუსიას" ხვდება - გუნდს, რომელმაც წინა სეზონში "ბაიერნს" მიუნხენში მოუგო და შინ ფრე ეთამაშა. ესეც რომ არ იყოს, "გლადბახისა" და "ბაიერნის" ჯახი ბუნდესლიგის კლასიკაა და თანაც, თუ "ბაიერნი" ლიდერია, ა(ღა)რც "გლადბახია" ქვემოთ - მიონხენგლადბახელები მეოთხე ადგილზე არიან.

ამასთან, "გლადბახი" ანდრე შუბერტის ხელში კვლავ დაუმარცხებელია (7/2/0) და შანსების გამოყენების მხრივ, ბუნდესლიგაში ამ პერიოდში საუკეთესო გუნდია (35.9 პროცენტი).

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მიონხენგლადბახელებს თავიანთი ეფექტიანი შემტევი ფეხბურთით ჯერ კიდევ დაუმარცხებელ "ბაიერნთან" (13/1/0) წარმატების მიღწევის შანსი აქვთ? "ბაიერნი", რა თქმა უნდა, სხვა კალიბრია, მაგრამ მომენტები მიუნხენელებთანაც გვექნება და მათ გამოყენებას ვეცდებით!" - ეს "გლადბახის" ნახევარმცველ გრანიტ ჯაკას სიტყვებია, რომელიც იქვე დასძენს, რეკორდმაისტერთან 10 კაცით დაცვაში ჩაჯდომას არ ვაპირებთო.

"ბაიერნის" მეკარე მანუელ ნოიერი ამბობს, ახლა გავინაღდებთ შემოდგომის ჩემპიონობას თუ მომდევნო ტურში, ეგ სულერთია, მთავარი ისაა, რომ ზამთრის პაუზამდე არცერთი მატჩი არ წავაგოთო.

"ჰამბურგი" და "ჰერტა" 3-3 ქულას უმიზნებენ
ფორმაში შესული "ჰამბურგი" "მაინცს" მასპინძლობს და მორიგ სამ ქულას უმიზნებს. დიდი ხანია, რაც ჰამბურგელი ქომაგები ასეთ ვითარებაში არ ყოფილან: ისინი ჯერჯერობით აღარ ნერვიულობენ იმაზე, რომ გუნდი შეიძლება მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითდეს და მეტიც - ევროსარბიელზე ოცნებობენ.

ბოლო სამ თამაშში "ჰამბურგმა" ცხრა შესაძლო ქულიდან 7 მოიპოვა და გუნდში ყველა ბედნიერია. ერთი ეგაა, რომ "მაინცთან" ჩრდილოელებს მთავარი დამრტყმელი ძალა პიერ-მიშელ ლასოგა არ ეყოლებათ - ტრავმირებულია. მის ნაცვლად ძირითადში ან შიპლოკს ვიხილავთ, ანაც გრეგორიჩს.

ევროსარბიელზე ოცნებობენ და ამ ტურში ერთმანეთს ხვდებიან "ჰერტა" და "ლევერკუზენი". ბერლინელები ამ სეზონში წაგებების შემდეგ ყოველთვის ახერხებდნენ ფეხზე წამოდგომას: ოთხივე მარცხს ყოველთვის გამარჯვებები მოაყოლეს. წინა ტურში "ჰერტამ" "ბაიერნთან" წააგო და მოახერხებს "ლევერკუზენთან" გამარჯვებას?

ყოველ შემთხვევაში, ბერლინელთა დამრიგებელი პალ დარდაი ამბობს, ჩვენი მიზანი სწორედ გამარჯვებააო.

ცენტრალური მატჩი ვოლფსბურგში
თუკი ამ სეზონში ვინმეს "ბაიერნის" კონკურენტი ეთქმის, პირველ რიგში, "დორტმუნდს", მერე კი "ვოლფსბურგს" და ისინი ამ ტურში ერთმანეთს ხვდებიან.

ეს ტურის მთავარი მატჩია და შესაბამის დროსაც გაიმართება - შაბათს, საღამოს. ვოლფსბურგელებს დაცვის ბურჯი დანტე დისკვალიფიცირებული ჰყავთ - სამაგიეროდ, გამოჯანმრთელდა და ბრუნდება დრაქსლერი. აღსანიშნავია, რომ "ვოლფსბურგი" საკუთარ მოედანზე კარგად გამოიყურება: 7 მატჩიდან 6 მოგებული აქვს, ერთი ფრე და არცერთი მარცხი.

დორტმუნდელთა მთავარი იარაღი კი საგოლე მანქანად გადაქცეული ობამეიანგია, რომელსაც ამ სეზონში, ყველა ტურნირზე უკვე 25 გოლი აქვს გატანილი. 26 წლის გაბონელი ბუნდესლიგის ბომბარდირთა დავასაც სათავეში უდგას - 17 გოლით.

პარასკევი. 4 დეკემბერი
შალკე-ჰანოვერი 23:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გიფერი, ნასტასიჩი, უჩიდა, ჰიოგერი - ჰ. საკაი, კიიოტაკე
ურთიერთშეხვედრები
სულ 52 მატჩი: +26=10-16 (87-62)
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +3=0-3

შაბათი. 5 დეკემბერი
გლადბახი-ბაიერნი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ალვარო დომინგესი, შტრანცლი, ჰერმანი, ნ. შულცი, ტრაორე, ჰანი - ალაბა, ხუან ბერნატი, დუგლას კოშტა, გიოტცე, რიბერი, ტიაგო ალკანტარა
ურთიერთშეხვედრები
სულ 94 მატჩი: +21=28-45 (117-179)
ბოლო 6 მატჩი
+4=2-0 +5=1-0

ჰამბურგი-მაინცი 18:30
დისკვალიფიკაცია: - ლატცა
ტრავმა: ადლერი, დიკმაიერი, სპაჰიჩი, ეკდალი, კაჩარი, ლასოგა - სერენო, სოტო, ფ. ფრაი
ურთიერთშეხვედრები
სულ 18 მატჩი: +8=5-5 (24-21)
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +2=2-2

კიოლნი-აუგსბურგი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: - ჰონგი, ს. პარკერი, ტობიას ვერნერი
ურთიერთშეხვედრები
სულ 4 მატჩი: +1=1-2 (5-4)
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +1=2-3

ჰერტა-ლევერკუზენი 18:30
დისკვალიფიკაცია: ლანგკამპი
ტრავმა: კრაფტი, პეკარიკი, შტარკი, ალაგუი, შიბერი - იედვაი, არანგისი, ლ. ბენდერი
ურთიერთშეხვედრები
სულ 38 მატჩი: +8=11-19 (52-77)
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +2=2-2

ინგოლშტადტი-ჰოფენჰაიმი 18:30
დისკვალიფიკაცია: - პოლანსკი
ტრავმა: დანილო, ენგელი, ზუტნერი, მო. ჰარტმანი
ურთიერთშეხვედრები
არ უთამაშიათ
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +0=3-3

ვოლფსბურგი-დორტმუნდი 21:30
დისკვალიფიკაცია: დანტე
ტრავმა: ფელიპე - დურმი, შაჰინი
ურთიერთშეხვედრები
სულ 36 მატჩი: +9=9-18 (49-69)
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +5=0-1

კვირა. 6 დეკემბერი
შტუტგარტი-ვერდერი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ლანგერაკი, კლაინი, გინჩეკი, ჰარნიკი - ვოლფი, უ. გარსია, ილდირიმი, იოჰანსონი
ურთიერთშეხვედრები
სულ 98 მატჩი: +34=31-33 (154-168)
ბოლო 6 მატჩი
+2=0-4 +2=0-4

აინტრახტი-დარმშტადტი 20:30
დისკვალიფიკაცია: მაიერი - გარიჩი
ტრავმა: ბალაიევი, ანდერსონი, ფლუმი, კიტელი, კასტაინოსი
ურთიერთშეხვედრები
სულ 4 მატჩი: +3=0-1 (8-4)
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +1=2-3

ბომბარდირები: 17 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 14 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 13 - თომას მიულერი (ბაიერნი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული