ხოსეპ გვარდიოლა აუცილებლად დაისჯება

AutoSharing Option
გერმანიის საფეხბურთო კავშირის სამსაჯო კორპუსის შეფმა ჰერბერტ ფანდელმა განაცხადა, რომ "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა ვალდებულია, გააკონტროლოს მატჩების დროს საკუთარი ემოციები.

"შალკეს" კარში არიენ რობენის გოლის შემდეგ პეპი გადაეხვია მეოთხე არბიტრს. გარდა ამისა, ეკამათებოდა გვერდით მსაჯს, რომელიც თითქმის კუთხურის ალამთან იდგა.

"გვარდიოლამ დაუყოვნებლივ უნდა შეცვალოს მატჩების დროს საკუთარი ქცევები. მისი ემოციური რეაქციისადმი პატივისცემის მიუხედავად, მან ზღვარს გადააბიჯა. მწვრთნელი, რომელიც ტოვებს ტექნიკურ ზონას და თითქმის კუთხურის ალამთან მირბის მსაჯთან დასალაპარაკებლად, აუცილებლად უნდა დაისაჯოს", - მოჰყავს ფანდელის სიტყვები გაზეთ Bild-ს.

(იბეჭდება მცირე
ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ რომ ეს ტიპი კოკაინზე ზის. ბევრჯერ დამიჭერია ამის არა ადექვატური რეაქციები.ათი წელი ევროპაში ნარკომანებში გავატარე და ასეთებს კილომეტრში ვცნობ.
0

სიახლეები პოპულარული