ბუნდესლიგა. XX ტურის წინ: გამოფხიზლდება მიუნხენის "ბაიერნი"?

AutoSharing Option
ბევრი ლაპარაკი, არც ერთი მოგება - ასეთი "ჰედლაინით" გამოვიდა "კიკერის" ხუთშაბათის ნომერი გერმანიაში, ფოტო კი, პირველ გვერდზე, ხოსეპ გვარდიოლასი გახლდათ.

მართლაც: მას მერე, რაც ბუნდესლიგის მეორე წრე დაიწყო, მიუნხენის "ბაიერნში" ბევრს ლაპარაკობენ, მოგებით კი ჯერ კიდევ არ მოუგიათ. მართალია, რეკორდმაისტერს უახლოესი მდევარი "ვოლფსბურგი" ჯერ კიდევ ჯეროვან დისტანციაზე ჰყავს, მაგრამ მაინც - ორ მატჩში ერთი ქულა "ბაიერნისთვის" მინი-კრიზისს ნიშნავს.

გერმანიის ჩემპიონატის მეოცე ტური დღეს, 6 თებერვალს, "შალკესა" და "გლადბახის" დაპირისპირებით განახლდება. "ბაიერნი" შაბათს შტუტგარტში ჩადის და წლის პირველი გამარჯვების მოპოვებას იმედოვნებს.
გაუბედურებულ "დორტმუნდს" კი ფრაიბურგში ელის ბრძოლა.

"შალკემ" მიუნხენში კინაღამ მოიგო - კაცნაკლულ "ბაიერნთან" 1:1-ს მიაღწია და გელზენკირხენელებმა თავს იმის უფლებაც მისცეს, რომ თერთმეტმეტრიანი გაეფუჭებინათ. თუმცა, მიუნხენში დაფიქსირებული ფრე რობერტო დი მატეოს შეგირდებს მაინც სერიოზულ მიღწევად ჩაეთვალათ; ახლა კი "შალკეს" ასევე სერიოზული გამოცდა ელის, რადგან გელზენკირხენში მიონხენგლადბახის "ბორუსია" ჩადის.

"შალკეს" დისკვალიფიცირებული ჰუნტელაარი აკლია, კარში კი 19 წლის ველენროიტერი უნდა ჩადგეს, რადგან გიფერიც დაშავდა.

"გლადბახმა" მეორე წრე შტუტგარტსა და ფრაიბურგში მოპოვებული ორი გამარჯვებით დაიწყო და შეიძლება ითქვას, რომ კარგ ფორმაშია. მიონხენგლადბახელთა მიზანი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა და ამ ბრძოლაში "შალკე" მათი უმთავრესი კონკურენტია.

"ბაიერნი" შტუტგარტში გაილაღებს?
1:4 ვოლფსბურგში, 1:1 "შალკესთან" - "ბაიერნი" თავის თავს აღარ ჰგავს. ამასთან, რეკორდმაისტერმა ბოატენგიც დაკარგა (დისკვალიფიკაცია). ამრიგად, ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა მეორე წრე და ზოგადად, 2015 წელი ერთობ მძიმედ დაიწყო და თუ სასწრაფოდ არ მოიგო, თანაც დამაჯერებლად, მოსაზრებას "ბაიერნის" კრიზისის შესახებ არსებობის უფლება ნამდვილად ექნება.

შტუტგარტში სტუმრობამ მიუნხენელებს შეიძლება სულზე მიუსწრო, რადგან "შტუტგარტი" ის გუნდია, რომელსაც საკუთარ მოედანზე ჩატარებულ შეხვედრებში ყველაზე ცოტა, მხოლოდ და მხოლოდ, 5 ქულა აქვს აღებული.

ყოფნა-არყოფნა დორტმუნდში
ვინც ფიქრობდა, რომ დორტმუნდი "აუგსბურგს" მაინც დაამარცხებდა, მწარედ შეცდა - იურგენ კლოპის შეგირდები საკუთარ მოედანზე 0:1 დამარცხდნენ, ბოლო ადგილზე დარჩნენ და ტრიბუნებიდან სტვენისა და ლანძღვის მოსმენაც მოუხდათ.

როგორც ჩანს, კლოპის მიერ ზამთარში შემუშავებულმა სქემებმა შედეგი არ გამოიღო - ფაქტია, რომ დორტმუნდელებმა მეორე წრის ორივე შეხვედრაში მოედანი უგოლოდ დატოვეს.

კლოპის გუნდი შაბათს ფრაიბურგს სტუმრობს და ეს იქნება პირველი ფინალი გადარჩენისთვის ბრძოლაში.

"ვოლფსბურგში" შიურლეს დებიუტს ელიან
"ბაიერნთან" ნაჩვენები ბრწყინვალე ფეხბურთის შემდეგ "ვოლფსბურგმა" პროგრესი ვერ შეინარჩუნა და ფრანკფურტში მხოლოდ 1:1-ს დასჯერდა, რითაც "ბაიერნთან" კიდევ უფრო მიახლოების შანსი გაანიავა.

თუმცაღა, "მგლების" უმთავრესი მისია ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა და ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე "ვოლფები" ჯერჯერობით იდეალურად მიდიან.

ამ ტურში "ვოლფსბურგი" "ჰოფენჰაიმს" მასპინძლობს და "მგლების" გულშემატკივრები "ჩელსიდან" 32 მილიონ ევროდ შეძენილი ანდრე შიურლეს დებიუტს ელოდებიან. ეს უკანასკნელი ძირითად შემადგენლობაში, სავარაუდოდ, ივან პერიშიჩის ნაცვლად გამოჩნდება.

"ჰერტას" მწვრთნელი გაუშვეს
"ლევერკუზენთან" წაგებული მატჩის (0:1) შემდეგ ბერლინის "ჰერტას" ხელმძღვანელებმა მოსალოდნელი ნაბიჯი გადადგეს და ზედიზედ მესამე უგოლო წაგების შემდეგ მთავარი მწვრთნელი იოს ლუჰუკაი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

გუშინვე გაირკვა, რომ "მაინცთან" გასვლით მატჩში "ჰერტას" ყოფილი ფეხბურთელები, 38 წლის პალ დარდაი და 47 წლის რაინერ ვიდმაიერი უხელმძღვანელებენ.

"ვერდერი" პროგრესირებს
"ვერდერი" ოთხშაბათს 116 წლის გახდა და იუბილეზე საკუთარ თავს მშვენიერი საჩუქარიც გაუკეთა: 2:1 "ჰოფენჰაიმთან", რაც ბრემენული კლუბისთვის ზედიზედ მესამე გამარჯვება გახლდათ.

"მუსიკოსების" მეტოქე ამჯერად "ლევერკუზენი" იქნება და ეს მატჩი ბრემენელებისთვის განსაკუთრებული მოტივაციაა.

"ვერდერში" ყველაზე კარგ ფორმაში თავდამსხმელი ფრანკო დი სანტოა, რომელმაც მე-9 გოლის გატანა შეძლო; სულ კი, დი სანტოს მეორე წრის ორ მატჩში 3 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს.

გერმანია. ბუნდესლიგა. XX ტური
პარასკევი. 6 თებერვალი
შალკე-გლადბახი 23:30
დისკვალიფიკაცია: ჰუნტელაარი (შალკე)
ტრავმა: ფერმანი, გიფერი, კოლაშინაცი, დრაქსლერი, გორეტცკა, ფარფანი, ობასი - ჰანი
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 83 თამაში: +24=25-34, (96:138)

შაბათი. 7 თებერვალი
ვოლფსბურგი-ჰოფენჰაიმი 18:30
დისკვალიფიკაცია: რუდი (ჰოფენჰაიმი)
ტრავმა: ფელიპე, კლოზე, ოხსი - ზიულე
ბოლო 6 მატჩი
+3=3-0 +2=0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 თამაში: +6=3-4, (29:23)

მაინცი-ჰერტა 18:30
დისკვალიფიკაცია: ს. ლანგკამპი (მაინცი)
ტრავმა: მორიტცი, ნედელევი - გერსბეკი, ჰეიტინგა, ბაუმიოჰანი, ბენ-ჰატირა, ჩიგერჩი
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 თამაში: +3=6-4, (16:21)

ფრაიბურგი-დორტმუნდი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჟულიენი, მიტროვიჩი, მეჰმედი - გროსკროიტცი, ს. ბენდერი, კელი
ურთიერთშეხვედრები
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 31 თამაში: +3=8-20, (33:67)

შტუტგარტი-ბაიერნი 18:30
დისკვალიფიკაცია: ჟ. ბოატენგი (ბაიერნი)
ტრავმა: რიუდიგერი, დიდავი, გრუესო, აბდელაუ - ხავი მარტინესი, ლამი, რაფინია, რიბერი, ტიაგო ალკანტარა
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 95 თამაში: +17=20-58, (109:191)

კიოლნი-პადერბორნი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჰელმესი - ლიუკი, ბერტელსი, დუკში
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +0=3-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 თამაში: +0=1-0, (0:0)

ჰამბურგი-ჰანოვერი 21:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კლებერი, დიკმაიერი, ბეჰრამი, ჰოლტბი - მილერი, ი. ჰოფმანი, ანდრეასენი, ია კონანი
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 53 თამაში: +21=15-17, (79:74)

კვირა. 8 თებერვალი
ვერდერი-ლევერკუზენი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბუში, პრიოდლი, ცანდერი, იოზ. ილდირიმი - იედვაი, კრუსი
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +2-3=1
ურთიერთშეხვედრები
სულ 69 თამაში: +23=28-18, (106:108)

აუგსბურგი-აინტრახტი 20:30
დისკვალიფიკაცია: იანკერი (აუგსბურგი)
ტრავმა: ჰიტცი, ჰონგი, რაინჰარდტი, რიდერი, ესვაინი, მორავეკი, მატავჟი, მიოლდერსი - ჯაპკა, ვალდესი, ვალდშმიდტი
ბოლო 6 მატჩი
+4=0-2 +1-3=2
ურთიერთშეხვედრები
სულ 5 თამაში: +3=1-1, (8:6)

ბომბარდირები:
13 - ალექსანდერ მაიერი (აინტრახტი); 11 - არიენ რობენი (ბაიერნი); 9 - ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგი (შალკე), ფრანკო დი სანტო (ვერდერი), ქარიმ ბელარაბი (ლევერკუზენი), შინჯი ოკაზაკი (მაინცი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული