გერმანია. ბუნდესლიგა. XIX ტური: "ბაიერნი" ისევ ვერ იგებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
3 თებერვალს გერმანიის ბუნდესლიგის მე-19 ტურის ოთხი მატჩი გაიმართა. დღის მთავარი თამაში მიუნხენის "ალიანც არენაზე" შედგა, სადაც "ბაიერნმა" გელზენკირხენის "შალკე" მიიღო და ფრეს დასჯერდა - 1:1.

აღსანიშნავია, რომ შარშანდელი აპრილის შემდეგ "ბაიერნმა" პირველად ვერ შეძლო ჩემპიონატში ზედიზედ ორ მატჩში გამარჯვების მოპოვება.

რაც შეეხება მიუნხენურ შეხვედრას, მასპინძლები უკვე მე-17 წუთზე კაცნაკლულნი დარჩნენ მას შემდეგ, რაც მსაჯმა საკუთარ საჯარიმოში უხეშობისთვის ჟერომ ბოატენგი გააძევა. ერიკ შუპო-მოტინგის მიერ შესრულებული 11-მეტრიანი მანუელ ნოიერმა მოიგერია.

ანგარიში 67-ე წუთზე არიენ რობენმა გახსნა, თუმცა "ბაიერნმა" უპირატესობა დიდხანს ვერ
შეინარჩუნა - 6 წუთში ბედეიქტ ჰიოვედესმა თავურით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ლიდერის ქულების დაკარგვით ვერ ისარგებლა ცხრილში მეორე ადგილზე მყოფმა "ვოლფსბურგმა", რომელმაც ამავე ანგარიშით დაასრულა თავისი მატჩი ფრანკფურტში "აინტრახტთან".

"1:1" ეწერა ტაბლოზე "ჰანოვერი"-"მაინცის" თამაშის დასრულების შემდეგაც.

მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა მიონხენგლადბახის "ბორუსიამ", რომელმაც შინ "ფრაიბურგი" მიიღო.

მიუნხენის "ბაიერნი" სატურნირო ცხრილს 46 ქულით ლიდერობს, 38 ქულა აქვს მეორეადგილოსან "ვოლფსბურგს". ტურის კიდევ ხუთი მატჩი დღეს, 4 თებერვალს გაიმართება.

გერმანია. ბუნდესლიგა. XIX ტური
ბაიერნი-შალკე 1:1
გოლები: 1:0 რობენი (67), 1:1 ჰიოვედესი (72)
ბაიერნი: ნოიერი, ვაიზერი (88. როდე), ჯ. ბოატენგი, ბენატია, ბერნატი, ალაბა, ჩაბი ალონსო, შვაინშტაიგერი, რობენი, მიულერი (55. ლევანდოვსკი), გიოტცე (27. დანტე).
შალკე: გიფერი (46. ველენროიტერი), ჰიოვედესი, მატიპი, ნასტასიჩი, უჩიდა, ფუხსი, ნოიშტედტერი, სემი (77. ლ. სანე), მაიერი, ჩუპო-მოტინგი, კ-პ. ბოატენგი (86. ბარნეტა).
მე-18 წუთზე ჩუპო-მოტინგმა ვერ გამოიყენა პენალტი (მეკარე)
გაძევება: ჯ. ბოატენგი (ბაიერნი)
გაფრთხილება: ბენატია, ვაიზერი, შვაინშტაიგერი - ჰიოვედესი
კუთხური: 5-1 ჯარიმა: 12-19 თამაშგარე: 5-8 კარში დარტყმა: 10(2)-8(5) ბურთის ფლობა: 58%-42%
მაყურებელი: 75 000

გლადბახი-ფრაიბურგი 1:0
გოლი: 1:0 ჰერმანი (23)
გლადბახი: ზომერი, კორბი, იანტჩკე, შტარნცლი (46. დომინგესი), ვენდტი, კრამერი, ჯაკა, ჰერმანი (78. აზარი), ჯონსონი, მ. კრუზე, ჰრგოტა (85. ბროუერსი).
ფრაიბურგი: ბიურკი, ზორგი, ჰიონი, ტორეხონი, გიუნტერი, პეტერსენი (82. შაჰინი), დარიდა, კლაუსი (79. ფილიპი), შმიდი, ფრანტცი, მიოლერ დელი.
გაფრთხილება: ჯაკა - ზორგი, ტორეხონი
კუთხური: 4-4 ჯარიმა: 15-14 თამაშგარე: 0-2 კარში დარტყმა: 11(6)-15(5) ბურთის ფლობა: 37%-63%
მაყურებელი: 37 091

აინტრახტი-ვოლფსბურგი 1:1
გოლები: 1:0 აიგნერი (58), 1:1 დე ბრუინი (88)
აინტრახტი: ტრაპი, კინსომბი, სამბრანო, რუსი, ოშჩიპკა, ჰასებე, შტენდერა (70. ანდერსონი), აიგნერი, ინუი, სეფეროვიჩი, მაიერი.
ვოლფსბურგი: ბენალიო, ვიეირინია, ნალდო, კნოხე, როდრიგესი, ლუიშ გუსტავო, არნოლდი (74. შეფერი), კალიჯური, დე ბრუინი, პერიშიჩი (46. ჰანტი), დოსტი (74. ბენდტნერი).
გაფრთხილება: ჰასებე, რუსი - ლუიშ შუსტავო, როდრიგესი
კუთხური: 1-6 ჯარიმა: 19-16 თამაშგარე: 6-8 კარში დარტყმა: 12(4)-9(2) ბურთის ფლობა: 45%-55%
მაყურებელი: 40 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჰანოვერი-მაინცი 1:1
გოლები: 1:0 ბრიანი (26), 1:1 სოტო (77)
ჰანოვერი: ცილერი, ჰ. საკაი, მარსელო, შულცი, ალბორნოსი, შმიდებახი (90. ჰირში), ს. სანე, კიიოტაკე (84. ზობიხი), ბრიანი (73. ბიტენკურტი), შტინდლი, ხოსელუ.
მაინცი: კარიუსი, ბროსინსკი, ბელი, ხარა, ბენგტსონი, გაისი, ბაუმგარტლინგერი, დე ბლასისი, მალი (88. ბუნგერტი), კლემენსი (63; სოტო), ალაგუი (63. კასტილიო).
გაფრთხილება: ს. სანე - ხარა
კუთხური: 7-4 ჯარიმა: 14-14 თამაშგარე: 6-4 კარში დარტყმა: 9(5)-17(7) ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 32 000

ოთხშაბათი. 4 თებერვალი
დორტმუნდი-აუგსბურგი 23:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბენდერი, დურმი, კელი - ჰიტცი, ბაბა, მორავეკი, მატავჟი, მიოლდერსი, ჰონგი, მატავჟი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +4=0-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 7 მატჩი: +5=2-0 (20-7)

ჰოფენჰაიმი-ვერდერი 23:00
დისკვალიფიკაცია: - იუნუზოვიჩი
ტრავმა: ზიულე, შტოლცი - მაკიადი, პრიოდლი, ლორენცენი
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 მატჩი: +1=5-7 (20-28)

ჰერტა-ლევერკუზენი 23:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჰეიტინგი, ბაუმიოჰანი, ბენ ჰატირა, ჩიგერჩი, სკიელბრედი, კალუ - იედვაი, კრუსი, სონი
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +2=3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 83 მატჩი: +8=11-18 (52-76)

კიოლნი-შტუტგარტი 23:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჰელმესი - რიუდიგერი, დიდავი, გრუესო, აბდელაუე
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 83 მატჩი: +34=23-26 (137-138)

პადერბორნი-ჰამბურგი 23:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დუკში, ბერტელსი - ჰოლტბი, იუნგი, კლებერი, დიკმაიერი
ბოლო 6 მატჩი
+0=3-3 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 მატჩი: +0=0-1 (0-3)

ბომბარდირები:
13 - მაიერი (აინტრახტი); 11 - რობენი (ბაიერნი); 9 - ჩუპო-მოტინგი (შალკე); 8 - ბელარაბი (ლევერკუზენი), დი სანტო (ვერდერი), ოკაზაკი (მაინცი).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული