ფოტო-NEWS: ბუნდესნაკრები გერმანიის პრეზიდენტმა და კანცლერმაც დააფასეს

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის მოგებისთვის ქვეყნის უმაღლესი სპორტული ჯილდო მიიღეს.

ბერლინში გამართულ ცერემონიას ესწრებოდნენ გერმანიის პრეზიდენტი იოახიმ გაუკი, ქვეყნის კანცლერი ანგელა მერკელი და ფიფას პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი.

აღვნიშნავთ, რომ ღონისძიება გაიმართა იმ დღეს, როცა აღინიშნებოდა ბერლინის კედლის დაცემის 25 წლისთავი.

გაუკმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმას, რომ ბრაზილიაში გამარჯვება პირველი იყო ნაკრებისთვის გერმანიის გაერთიანების შემდეგ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული