გერმანიის თასი. 1/4-ფინალი: დორტმუნდის "ბორუსია" როისის და ბენდერის გარეშე

AutoSharing Option
11 და 12 თებერვალს გერმანიის თასის მეოთხედფინალური მატჩები გაიმართება. სამშაბათს მხოლოდ ერთი შეხვედრაა: ფრანკფურტის "აინტრახტი" დორტმუნდის "ბორუსიას" მასპინძლობს.

დორტმუნდელებს საკადრო პრობლემები ისედაც არ აკლიათ, "ვერდერთან" 5:1-ზე მოგებულ შეხვედრაში კი "ბორუსიას" მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპს კიდევ ორი წამყვანი ფეხბურთელი, მარკო როისი და სვენ ბენდერიც დაუშავდა. "ვერდერთან" მატჩში მათ მოედანი 65-ე წუთზე დატოვეს.

ექიმების ცნობით, ბენდერი და როისი "აინტრახტთან" 11 თებერვალს გასამართ მატჩს ნამდვილად გამოტოვებენ და, სავარაუდოდ, ვერც ბუნდესლიგის მომდევნო ტურში ითამაშებენ.

როისი, სავარაუდოდ, ორ კვირას დაისვენებს, ბენდერი კი ერთ კვირას იუქმებს.

გერმანიის თასი. 1/4-ფინალი

11 თებერვალი
აინტრახტი-დორტმუნდი 23:45
სავარაუდო შემადგენლობები
აინტრახტი (4-1-2-1-2): ტრაპი - ს. იუნგი, სამბრანო, რუსი, ჯაპკა - შვეგლერი - როდე, ფლუმი - ა. მაიერი - აიგნერი, კადლეცი.
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიშჩეკი, მ. ფრიდრიხი, სოკრატისი, შმელცერი - კელი, ნ. შაჰინი - ობამეიანგი, მხითარიანი, გროსკროიტცი - ლევანდოვსკი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული