გერმანია. ბუნდესლიგა. XVIII ტურის წინ: "ბაიერნმა" მოგებით დაიწყო!

AutoSharing Option
ბუნდესლიგას, ტრადიციულად, ყველაზე ხანგრძლივი პაუზა გამოუვიდა, მაგრამ ახლა უკვე გერმანიის ჩემპიონატიც განახლდა.

მე-18 ტურის პირველი და ცენტრალური მატჩი 24 იანვარს გაიმართა. მიონხენგლადბახის "ბორუსიამ" მიუნხენის "ბაიერნს" უმასპინძლა, მაგრამ ვერას გახდა - 0:2. მასპინძლები ჯერ კიდევ მე-7 წუთზე მარიო გიოტცემ დაამწუხრა, თომას მიულერმა კი მეორე ტაიმში 11-მეტრიანი გოლად აქცია.

25 იანვრის შეხვედრებიდან ძალიან საინტერესოა "ვოლფსბურგისა" და "ჰანოვერის" ქვემოსაქსონიური დერბი, რომელსაც ორი ახალი გმირი ეყოლება. ამასობაში, "ნიურნბერგის" მთავარმა მწვრთნელმა გერტიან ვერბეეკმა წვერი მოუშვა და ირწმუნება, სანამ ჩემი გუნდი სეზონის პირველ მატჩს არ მოიგებს,
გაპარსვას არ ვაპირებო...

"დორტმუნდი" უნდა დაბრუნდეს!
დორტმუნდის "ბორუსიამ" იმდენი მოახერხა, რომ პირველი წრე ბოლოს მეოთხე პოზიციაზე დაასრულა, რაც იურგენ კლოპისა და მისი შეგირდებისთვის ყოვლად მიუღებელია.

"თავის ადგილზე" დასაბრუნებლად ბრძოლას დორტმუნდელები "აუგსბურგთან" მატჩით იწყებენ, თუმცა ეს გუნდი არაა ხელწამოსაკრავი - "აუგსბურგმა" პირველი წრე, ბევრისთვის მოულოდნელად, მერვე ადგილზე დაასრულა და თანაც, გაძლიერდა კიდეც.

"აუგსბურგს" "ლევერკუზენიდან" კორმა მიაშურა, "სანდერლენდიდან" კი კორეელმა ჟიმ. თუმცა, ეს უკანასკნელი ზაფხულში "დორტმუნდში" უნდა გადავიდეს...

ქვემოსაქსონიური დერბი დე ბრუინით
ამბიციური "ვოლფსბურგი", რომელიც კევინ დე ბრუინით გაძლიერდა, მეორე წრეს "ჰანოვერთან" დერბით იწყებს.

"მგლები" ჩემპიონთა ლიგის საგზურს უმიზნებენ და ამიტომაც გადაიხადეს დე ბრუინში 22 მილიონი ევრო. შესაბამისად, "ვოლფსბურგის" თავკაც დიტერ ჰეკინგს 4-2-3-1 ტაქტიკური სქემისთვის, 3 ადგილზე უკვე 5 კარგი შემტევი ნახევარმცველი ჰყავს: არნოლდი, კალიჯური, დიეგო, პერიშიჩი და ახლა უკვე დე ბრუინიც.

რაც შეეხება "ჰანოვერს": "წითლებს" ახალი მწვრთნელი ჰყავთ - მირკო სლომკა ტაიფუნ კორკუტმა შეცვალა. ამრიგად, ამ ტურში თურქი სპეციალისტის ბუნდესლიგური დებიუტი შედგება. თუმცა "ჰანოვერს" ახალწვეულიც ჰყავს: "ჰამბურგიდან" გადმობირებული ლატვიელი თავდამსხმელი არტიომ რუდნევსი.

გერმანია. ბუნდესლიგა. XVIII ტური
24 იანვარი
გლადბახი-ბაიერნი 0:2
გოლები: 0:1 გიოტცე (7), 0:2 მიულერი (53. პენ).

25 იანვარი
დორტმუნდი-აუგსბურგი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჰუმელსი, სუბოტიჩი, გიუნდოგანი - ფილპი, მორავეკი, ექინი
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 5 თამაში: +4=1-0, (15:3)

შტუტგარტი-მაინცი 18:30
დისკვალიფიკაცია: შლიშკოვიჩი (მაინცი)
ტრავმა: დიდავი, ფუნკი, როხასი - ფათი, ბაუმგარტლინგერი, დ. შაჰინი
ბოლო 6 მატჩი
+2=0-4 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 15 თამაში: +7=4-4, (27:23)

ვოლფსბურგი-ჰანოვერი 18:30
დისკვალიფიკაცია: ოხსი (ვოლფსბურგი)
ტრავმა: პოლაკი, ვიეირინია - ფელიპე, პანდერი, ა. ზობიეხი, ია კონანი
ბოლო 6 მატჩი
+3=3-0 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 23 თამაში: +12=3-8, (38:33)

ნიურნბერგი-ჰოფენჰაიმი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მარკოს ანტონიო, პოგატეცი, ჰასებე, შტარკი - თესკერი, ვუკჩევიჩი
ბოლო 6 მატჩი
+0=4-2 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 9 თამაში: +2=3-4, (12:16)

ფრაიბურგი-ლევერკუზენი 18:30
დისკვალიფიკაცია: სპაჰიჩი, ვოლშაიდი (ლევერკუზენი)
ტრავმა: ფრაისი - კრუსი, სემი
ბოლო 6 მატჩი
+2=0-4 +4=0-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 29 თამაში: +7=8-14, (33:52)

აინტრახტი-ჰერტა 21:30
დისკვალიფიკაცია: ფლუმი (აინტრახტი)
ტრავმა: ჩელოცი, ოჩიპკა, კიტელი, შტენდერა - ბურხერტი, ბრუკსი, ბაუმიოჰანი, ბენ-ჰატირა, ჩიგერჩი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 51 თამაში: +14=12-25, (71:92)

26 იანვარი
ვერდერი-ბრაუნშვაიგი 18:30
დისკვალიფიკაცია: პერთელი
ტრავმა: ფრიტცი - პერთელი, მ. კალიჯური, ვრანჩიჩი, კორტე, კრუპკე, იორლი
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 41 თამაში: +21=8-12, (77:44)

ჰამბურგი-შალკე 20:30
დისკვალიფიკაცია: რინკონი (ჰამბურგი)
ტრავმა: ადლერი, ჯურუ, არსლანი, დემირბაი, ბაისტერი - აოგო, კირხჰოფი, კლემენსი, დრაქსლერი, ჰიოგერი, ჯონსი
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 91 თამაში: +35=22-34, (145:130)

ბომბარდირები:
11 - რობერტ ლევანდოვსკი (დორტმუნდი), ადრიან რამოსი (ჰერტა); 10 - მარიო მანჯუკიჩი (ბაიერნი); 9 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი), ვედად იბიშევიჩი (შტუტგარტი), შტეფან კისლინგი (ლევერკუზენი), პიერ-მიშელ ლასოგა (ჰამბურგი), რაფაელი (გლადბახი); 8 - მაქს კრუზე (გლადბახი), ნიკოლაი მიულერი (მაინცი), შინჯი ოკაზაკი (მაინცი), მარკო როისი (დორტმუნდი), რობერტო ფირმინო (ჰოფენჰაიმი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული