ფრანკ რიბერი: გასული სეზონის ტრებლის გამეორება გვსურს

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ გუნდის ახალი წლის მიზნებზე ისაუბრა.

"მომდევნო წელს სამივე ტიტულის დაცვა გვინდა, რომელიც გასულ სეზონში მოვიგეთ.

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში გამარჯვება კი წლის იდეალური დასასრული იქნება.

ახლა არ შეიძლება იმაზე ფიქრი, რომ ბუნდესლიგის მოგება გარანტირებული გვაქვს. ამაზე საუბარიც ზედმეტია.

არ აქვს მნიშვნელობა, "ბორუსია" და "ლევერკუზენი" 12 და 7 ქულით რომ ჩამოგვრჩებიან. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა",
- თქვა რიბერიმ.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული