იოახიმ ლიოვი: დორტმუნდის "ბორუსია" "ბაიერნს" კონკურენციას გაუწევს

AutoSharing Option
გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი კვლავ იმ აზრზე რჩება, რომ დორტმუნდის "ბორუსიას" შესწევს ძალა, მიმდინარე სეზონში მიუნხენის "ბაიერნს" სერიოზული კონკურენცია გაუწიოს.

"ბუნდესმწვრთნელი" ფიქრობს, რომ იურგენ კლოპის გუნდის ძირითადი შემადგენლობა საკმაოდ ძლიერია.

"როდესაც "ბორუსიას" ყველა ტრავმირებული ფეხბურთელი გამოჯანმრთელდება და მოედანს დაუბრუნდება, ძირითადი გუნდისგან უნდა ველოდეთ "ბაიერნის" ძლევასაც და ჩემპიონატში მასთან სერიოზულ ჭიდილსაც.

"ბორუსიას" პრობლემები მაშინ ექმნება, როდესაც წამყვანი ფეხბურთელები მწყობრიდან გამოდიან. "ბაიერნი" დორტმუნდულ გუნდს სწორედ მაღალი კლასის ფეხბურთელთა სიმრავლით ჯობნის",
- აქვეყნებს ლიოვის ნათქვამს გერმანული პრესა.

ასევე იხილეთ:
იოახიმ
ლიოვი: "დორტმუნდი" "ბაიერნს" შეებრძოლება!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული