რობერტო ჰილბერტი ისევ ბუნდესლიგაში დაბრუნდა

AutoSharing Option
ორიოდე დღის წინ ვწერდით, რომ ლევერკუზენის "ბაიერის" სპორტული დირექტორი რუდი ფიოლერი მთავარ მწვრთნელ სამი ჰიიპიას გუნდის კიდევ უფრო გაძლიერებას დაჰპირდა და აი, "რუხმა მგელმა" სიტყვას საქმეც მოაყოლა:
"ლევერკუზენმა" თურქული "ბეშიქთაშიდან" 28 წლის გერმანელი მარჯვენა ნახევარმცველი რობერტო ჰილბერტი გადაიბირა.

ვისაც არ ახსოვს, გავახსენებთ, რომ ჰილბერტი თურქეთში გადაბარგებამდე "შტუტგარტში" თამაშობდა და 2007 წელს ამ კლუბთან ერთად გერმანიის სენსაციური ჩემპიონობა იზეიმა. დღეს უკვე 28 წლის ნახევარმცველს გერმანიის ეროვნულ ნაკრებში 8 მატჩი აქვს ჩატარებული. ჰილბერტს "ბეშიქთაშთან" კონტრაქტი ამოეწურა, რაც იმას ნიშნავს, რომ "ფარმაცევტებმა" ის
ხელში უფასოდ ჩაიგდეს - რობერტომ "ლევერკუზენთან" კონტრაქტი 2015 წლამდე გააფორმა და გუშინ დილას უკვე ახალ თანაგუნდელებთან ერთად ივარჯიშა.

"რობერტო ჰილბერტის სახით გამოცდილი შემტევი მარჯვენაფლანგელი შევიძინეთ, რომელსაც მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაშიც შეუძლია," - აცხადებს "ბაიერის" გენერალური მენეჯერი ვოლფგანგ ჰოლცჰოიზერი.

ჰილბერტი "ლევერკუზენში" პირველ რიგში მარჯვენა ნახევარმცველად მოიაზრება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ახალგაზრდა იტალიელ მარჯვენა მცველს, ჯულიო დონატისაც შეცვლის, რომელიც "ბაიერში" მილანის "ინტერიდან" გადავიდა და თავის მხრივ, "რეალში" დაბრუნებული დანიელ კარვახალი უნდა შეცვალოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ანდრე პალოპი "ლევერკუზენში" აღმოჩნდა!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული