"ბაიერნს" ახალი დირექტორი ეყოლება

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნს" ახალი სპორტული დირექტორი ეყოლება. ამის თაობაზე მიუნხენური კლუბის ბოსმა, ული ჰიონესმა განაცხადა.

"უახლოეს მომავალში "ბაიერნი" ახალ სპორტულ დირექტორს წარადგენს. საუბარია უახლოეს ექვს კვირაზე. ახლა არ მინდა, ეს თემა განვავრცო. უახლოეს მომავალში ამის თაობაზე სპეციალურ განცხადებას გავაკეთებთ. შემიძლია გითხრათ, რომ ის არ იქნება ფილიპ ლამი. მან თავის დროზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ ემუშავა ამ თანამდებობაზე." - თქვა ჰიონესმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული