რაფინია გუნდის აღმასრულებელმა დირექტორმა აღაშფოთა

AutoSharing Option
"ბაიერნის" მცველი რაფინია გუნდის მმართველობის წევრის, კარლ-ჰაინც რუმენიგეს სიტყვების გამო აღშფოთებულია. მან თქვა, რომ მარჯვენა ფლანგზე გუნდის ყოფილი კაპიტანი ფილიპ ლამი ახალგაზრდა ჯოშუა კიმიხმა უნდა შეცვალოს.

"რა თქმა უნდა, რუმენიგეს აქვს კლუბში თავისი საქმე, მაგრამ გუნდის მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტია და სწორედ ის იღებს საკადრო გადაწყვეტილებებს. ლამთან ერთად მე ექვსი წლის განმავლობაში ვთამაშობდი, ჩავატარე 200-ზე მეტი მატჩი და ახლა სავსებით ბუნებრივია, რომ მეტი სათამაშო დროის მიღება მინდა." - განაცხადა რაფინიამ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული