რუდი ფიოლერი: "ლევერკუზენის" მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრაა

AutoSharing Option
"ლევერკუზენის" სპორტულმა დირექტორმა, რუდი ფიოლერმა მომავალი სეზონისათვის "ფარმაცევტებს" ამოცანა დაუსახა. მისი თქმით, გუნდის მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება იქნება.

"მომავალ სეზონში გუნდის პროგრამა-მინიმუმი ევროპალიგის საგზურის მოპოვება იქნება, მაგრამ ეს არ დაგვაკმაყოფილებს. ჩვენ გვინდა, რომ ჩემპიონთა ლიგას დავუბრუნდეთ. გუნდში თავმოყრილი ფეხბურთელებით ნამდვილად შესაძლებელია მაღალი მიზნების მიღწევა." - თქვა ფიოლერმა.

გასულ სეზონში "ლევერკუზენი" გერმანიის ჩემპიონატში მე-12 ადგილზე გავიდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული