მიროსლავ კლოზე მიუნხენის "ბაიერნში" ბრუნდება

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდამ, მიროსლავ კლოზემ, შესაძლოა, მუშაობა "რეკორდმაისტერში" დაიწყოს. ამის თაობაზე "ბაიერნის" მმართველობის წევრმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა.

ამ დროისათვის მირო "ბაიერნთან" ერთადაა - გუნდს ჩინურ ტურნეში ახლავს.

"კლოზეს შეუძლია, დიდი სარგებლობა მოუტანოს გუნდს. მოხარული ვარ, რომ მან მიიღო ჩვენი წინადადება და "ბაიერნთან" ერთად ჩინეთში გაემგზავრა. ის ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ჩვენი კლუბის ლიდერი იყო და არის მსოფლიოს ჩემპიონი. ის ძალიან საჭირო კაცია და ჩვენ გვინდა, რომ მასთან მომავალშიც ვითანამშრომლოთ." - თქვა რუმენიგემ.

ამ დროისათვის კლოზე გერმანიის
ნაკრების სამწვრთნელო შტაბშია და იოახიმ ლიოვს ფორვარდების გაწვრთნაში ეხმარება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული