არიენ რობენის მორიგი ტრავმა, ამჯერად ჩოგბურთის თამაშისას

AutoSharing Option
არიენ რობენმა მორიგი ტრავმა მიიღო, რის გამოც ის მიუნხენის "ბაიერნს" ჩინურ ტურში ვერ გაჰყვა.

"ჯანმრთელი რობენი" - ეს სიტყვათშეთანხმება საფეხბურთო ოქსიმორონებს შორის მოწინავე ადგილს იკავებს.

ჰოლანდიელმა, შესაძლოა, თითქმის მთელი სეზონი ტრავმის გარეშე გაატაროს, როგორც ეს გასულ სეზონში მოხდა, მაგრამ ადრე თუ გვიან, ის მაინც შეგვახსენებს, რომ "შუშის" ფეხბურთელია.

ასე მოხდა ამჯერადაც - "ბაიერნის" ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, რობენმა ტრავმა შვებულებაში ყოფნისას, ჩოგბურთის თამაშის დროს მიიღო. 33 წლის ფეხბურთელმა მარჯვენა ფეხის კუნთი დაიზიანა და ის იძულებული გახდა, მკურნალობის კურსის ჩასატარებლად, მიუნხენში დარჩენილიყო.

ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყებს რობენი ვარჯიშს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული