U19. B ჯგუფი: ინგლისი ერთპიროვნული ლიდერია

AutoSharing Option
6 ივლისს ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე II ტურის მატჩები გაიმართა B ჯგუფში.

ინგლისისა და ჰოლანდიის ნაკრებთა მატჩში ერთადერთი გოლი გავიდა, 84-ე წუთზე ბენ ბრერეტონის გუნდმა ინგლისს გამარჯვება მოუტანა - 1:0. ინგლისის ნაკრებმა 6 ქულა დააგროვა.

მეორე მატჩში ერთმანეთს გერმანიისა და ბულგარეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. გერმანელებმა 3:0 იმარჯვეს ეტიენ ამენიედოს, გიოკჰან გიულისა და სიდნეი ფრიდეს გოლებით.

გერმანიასა და ჰოლანდიას 3-3 ქულა აქვთ, ბულგარეთს გასვლის შანსი აღარ აქვს.

ბოლო ტურის შეხვედრები 9 ივლისს გაიმართება: ინგლისი გერმანიას დაუპირისპირდება, ჰოლანდია - ბულგარეთს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული