ბუნდესლიგა. XXXIII ტური: გიჟური თამაში "რედ ბულ არენაზე" [VIDEO]

AutoSharing Option
13 მაისს გერმანიის ბუნდესლიგის 33-ე ტური გაიმართა.

მეორეადგილოსანმა "ლაიპციგმა" 9-გოლიანი თრილერი ითამაშა ჩემპიონ "ბაიერნთან". კარლო ანჩელოტის გუნდი ბოლო წუთებამდე 2:4 მარცხდებოდა, მაგრამ სამი გოლი გაიტანა და იმარჯვა. გამარჯვების გოლი არიენ რობენის ანგარიშზეა, ეს მატჩის 95-ე წუთზე მოხდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დუბლი შეასრულა რობერტ ლევანდოვსკიმ, თითო გოლი ტიაგო ალკანტარამ და დავით ალაბამ გაიტანეს. დამარცხებულთა რიგებში დუბლი შეასრულა ტიმო ვერნერმა.

კარლო ანჩელოტი (ლაიპციგი): "ეს იყო გიჟური თამაში. შემტევი ფეხბურთი ვნახეთ. ორივე გუნდს მიზანი მიღწეული აქვს. "ლაიპციგმა" ძლიერად დაიწყო, ჩვენ კი უკეთესები ვიყავით ბოლოსკენ.
ისე, დაცვაში უკეთ თამაში ნამდვილად არ გვაწყვენდა. ამ სეზონში "ლაიპციგი" დიდებული მეტოქე იყო, მათ ჰყავთ ახალგაზრდა, ამბიციური ფეხბურთელები. მომდევნო სეზონში ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. ეს დიდებული გამოცდილება იქნება მათთვის".

ამ ტურში სხვა უხვგოლიანი მატჩებიც ვიხილეთ: 8 გოლი გავიდა "ჰოფენჰაიმისა" და "ვერდერის" თამაშში, 6 გოლი გავიდა "მაინცისა" და "აინტრახტის" დაპირისპირებაში. 4 გოლი ვიხილეთ "ლევერკუზენისა" და "კიოლნის" მატჩში.

ამ ტურის შემდეგ მესამე ადგილისთვის ბრძოლა გამძაფრდა, რადგან "ჰოფენჰაიმი" "დორტმუნდს" დაეწია. "ინგოლშტადტმა" ელიტა დატოვა.

შაბათი. 13 მაისი
ლევერკუზენი-კიოლნი 2:2
გოლები: 0:1 იოიჩი (14), 0:2 კლუნტერი (49), 1:2 კისლინგი (60), 2:2 პოჰიანპალო (71)

შალკე-ჰამბურგი 1:1
გოლები: 1:0 ბურგშტალერი (25), 1:1 ლასოგა (92)

მაინცი-აინტრახტი 4:2
გოლები: 0:1 ჰრგოტა (42), 0:2 სეფეროვიჩი (50), 1:2 კორდობა (60), 2:2 ბელი (62), 3:2 მუტო (76), 4:2 დე ბლასისი (93-პენ)

ვოლფსბურგი-გლადბახი 1:1
გოლები: 0:1 ვესტერგაარდი (24), 1:1 მ. გომესი (58)

აუგსბურგი-დორტმუნდი 1:1
გოლები: 1:0 ფინბოგასონი (28), 1:1 ობამეიანგი (32)
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ვერდერი-ჰოფენჰაიმი 3:5
გოლები: 0:1 სალაი (7), 0:2 კრამარიჩი (11), 0:3 ცუბერი (40), 0:4 კრამარიჩი (49), 0:5 ბიჩაკჩიჩი (51), 1:5 გებრე სელასიე (59), 2:5 ბარგფრედე (86), 3:5 ბაუერი (90)

დარმშტადტი-ჰერტა 0:2
გოლები: 0:1 კალუ (14), 0:2 ტორუნარიგა (28)

ფრაიბურგი-ინგოლშტადტი 1:1
გოლები: 1:0 ფილიპი (31), 1:1 ლესკანო (43)

ლაიპციგი-ბაიერნი 4:5
გოლები: 1:0 ზაბიტცერი (2), 1:1 ლევანდოვსკი (17-პენ), 2:1 ვერნერი (29-პენ), 3:1 ი. პოულსენი (47), 3:2 ტიაგო ალკანტარა (60), 4:2 ვერნერი (65), 4:3 ლევანდოვსკი (84), 4:4 ალაბა (91), 4:5 რობენი (95)

1. ბაიერნი - 79 ქულა; 2. ლაიპციგი - 66; 3. დორტმუნდი - 61; 4. ჰოფენჰაიმი - 61; 5. ჰერტა - 49.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ანანიძეზე რატო არაფერს არ წერთ ტიპი რუსეთის ჩემპიონი ხდება და დღეს ამკართან ისე ითმაშა როო ყველა რუსული პრესა ააჭრელა და აქ საქართველოში არავინ არაფერს არ წერთ სირცხვილია.აბა ერთი ოქრის რამე ექნაა ეგრევე აააჭრელებდით არ შეილება ეგრე ნუ
სირცხვილია
01:19 14-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული