ბუნდესლიგა. XXIX ტური: "ლაიპციგი" ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს [VIDEO]

AutoSharing Option
15 მარტს გერმანიის ბუნდესლიგის 29-ე ტურის 7 შეხვედრა გაიმართა.

მიუნხენის "ბაიერნმა" ლევერკუზენში ქულები დაკარგა, არადა, "ბაიერი" ბოლო ნახევარი საათი ათი კაცით თამაშობდა - 0:0.

"ლაიპციგმა" 4:0 გაანადგურა "ფრაიბურგი" და "ბაიერნთან" ჩამორჩენა 8 ქულამდე შეამცირა. ბუნდესლიგის დებიუტანტმა უკვე გაინაღდა მე-4 ადგილი, ანუ სულ მცირე ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში თამაში.

"დორტმუნდმა" 3:1 ფრანკფურტის "აინტრახტი" დაამარცხა. მასპინძელთა გოლები მარკო როისის, სოკრატის პაპასტატოპულოსმა და პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გაიტანეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შაბათი. 15 აპრილი
დორტმუნდი-აინტრახტი 3:1
გოლები: 1:0 როისი (2), 1:1 ფაბიანი (29), 2:1 სოკრატისი (34), 3:1
ობამეიანგი (86)

მაინცი-ჰერტა 1:0
გოლი: 1:0 ბრუკსი (45 ს. კ.)

ვოლფსბურგი-ინგოლშტადტი 3:0
გოლები: 1:0 ზუტნერი (45 ს. კ.), 2:0 მალი (68), 3:0 მ. გომესი (80)

აუგსბურგი-კიოლნი 2:1
გოლები: 1:0 ჰინტერეგერი (5), 2:0 ვერჰაეგი (23-პენ), 2:1 მაქსი (65 ს. კ.)
გაძევება: კოო (89. აუგსბურგი), ფინბოგასონი (92. აუგსბურგი)

ჰოფენჰაიმი-გლადბახი 5:3
გოლები: 1:0 სალაი (9), 2:0 სალაი (24), 2:1 ვესტერგაარდი (31), 2:2 შტინდლი (35), 3:2 დემირბაი (58), 4:2 უთი (75), 4:3 დაუდი (78), 5:3 დემირბაი (89)

ლაიპციგი-ფრაიბურგი 4:0
გოლები: 1:0 ი. პოულსენი (36), 2:0 ვერნერი (42), 3:0 ნ. კეიტა (51), 4:0 დემე (90)

ლევერკუზენი-ბაიერნი 0:0
გაძევება: იედვაი (59. ლევერკუზენი)

კვირა. 16 აპრილი
ვერდერი-ჰამბურგი 2:1
დარმშტადტი-შალკე 2:1

1. ბაიერნი - 69 ქულა; 2. ლაიპციგი - 61; 3. ჰოფენჰაიმი - 54; 4. დორტმუნდი - 53; 5. ჰერტა - 43.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული