კარლო ანჩელოტი: თუ ფეხბურთში თამაშგარის წესს გავაუქმებთ, სპორტის ახალ სახეობას მივიღებთ

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ფიფას ტექნიკური განვითარების დირექტორის მარკო ვან ბასტენის იდეებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ჰოლანდიელი ფეხბურთის წესების შეცვლის ინიციატივით გამოდის და აცხადებს, რომ თამაშგარე მდგომარეობის გაუქმებით ფეხბურთი უფრო განვითარდება.

- ფიფას და ვან ბასტენს ფეხბურთის გადაკეთება სურთ?! - იდეები, რომლებიც გაჟღერდა

"ვან ბასტენს ვესაუბრე და ვუთხარი, რომ თუკი ფეხბურთს თამაშგარის წესის გარეშე ვითამაშებთ, სრულიად სხვა სპორტის სახეობას მივიღებთ. და თუ სხვა სპორტის სახეობის თამაში სურთ, მაშინ თქვან.

ახალი წესების შემოღების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ჯერ უნდა საქმეში
გამოვცადოთ. ახალი წესები გამოჩნდება, მაგრამ არა ჩემთვის, არამედ მომავალი თაობებისთვის", - აქვეყნებს ანჩელოტის ნათქვამს Sport Bild.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ფეხბურთის წესები ალბათ იმის მიხედვით უნდა მივიღოთ თუ როგორი გვინდა რომ იყოს იგი. როგორ გვინდა – ფეხბურთი იყოს ისეთი რომ ყოველთვის გამოავლინოს უფრო ღირსეული და უფრო ძლიერი გუნდი (როგორვ მაგალითად მკლავჭიდია, ან ჭადრაკი) თუ იყოს გარკვეული იღბალდამოკიდებულება, მაგალითად როგორც ნარდშია, გაგორებით მოიიგებს უფრო სუსტი. ანუ გამოავლინოს ყოველთვის დიდებული და უფრო ღირსეული თუ ქონდეს გამარჯვების შანსი უფრო სუსტებსაც. რომელი გვინდა? ამის მერე უნდა მოხდეს ალბათ ამ წესების დახვეწაც.
ირაკლი
12:23 22-01-2017
0
ფუტბოლში მარტო ეს წესი კი არა
ყველა წესი შესაცვლელია. მაშინ კი
მივიღებთ სულ სხვა თამაშს, რომელიც
უკვე შექმნილია და ელოდება თავის
დროს. ერთი საერთო წესიც კი არა
აქვს ფუტბოლთან შედარებით: ხელით
თამაშის გარეშე, თამაშგარეს გარეშე,
ყვითელი და წითელი ბარათის გარეშე,
ფრეს გარეშე, პენალტის გარეშე,
შეცვლაზე და უკან დაბრუნების ლიმიტის გარეშე. ჩემპიონთა ლიგის
ყველა შუა კვირაში თამაშით.
ყოველ წელს კონტინენტის ჩემპიონატით ყველას მონაწილეობით
და იმავე წელს საუკეთესოების მსოფლიო ჩემპიონატით. რაც მთავარია
მოთამაშეთა მილიონიანი ტრანსფერების გარეშე. სანამ "ფიფა"
არ დაიშლება ესენი არაფრის შემვლელები არ არიან.
ვეტერანი
20:09 21-01-2017
0

სიახლეები პოპულარული