ლა ლიგა. XVII ტური: "სევილია" უკვე მეორეა [VIDEO]

AutoSharing Option
* 2017 წლის პირველი გოლი ლა ლიგაში "დეპორტივოს" კოსტარიკელმა ნახევარმცველმა სელსო ბორხესმა გაიტანა.
* "სანტიაგო ბერნაბეუზე" კრიშტიანო რონალდომ მეოთხე "ოქროს ბურთი" "რეალის" ლეგენდებს გაუზიარა - მატჩის წინ "ოქროს ბურთის" სიმბოლურ გადაცემას ამ პრიზის ყოფილი მფლობელები: რაიმონ კოპა, მაიკლ ოუენი, ლუიშ ფიგო, რონალდო ნაზარიო და ზინედინ ზიდანი დაესწრნენ.
* ქარიმ ბენზემამ "რეალში" 172-ე გოლი გაიტანა და კლუბის ბომბარდირთა სიაში მე-8 ადგილზე გადავიდა. მან ემილიო ბუტრაგენიოს (171) გაუსწრო.
* ანტუან გრიზმანმა ლა ლიგაში 822-წუთიანი პაუზის მერე გაიტანა.
* "ალმერიამ" წაუგებელი სერია 5
მატჩამდე გააგრძელა.

მადრიდის "რეალმა" გაიმეორა ესპანური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე გრძელი წაუგებელი სერია, რომელიც უკვე 39 მატჩია გრძელდება. რეკორდი "ბარსელონას" ეკუთვნის, რომელიც ამ გუნდმა 2015-16 წლებში დაამყარა. ზიდანის გუნდმა აუტსაიდერი "გრანადა" 5:0 გაანადგურა და კვლავ დამაჯერებლად ლიდერობს ლა ლიგას.

რომ არა მესი
რომ არა ლეო მესი, ლუის ენრიკეს გუნდი "ელ მადრიგალზე" დამარცხდებოდა, თუმცა არგენტინელმა შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით ქულა გადაურჩინა გუნდს, რადგან მისი გოლი 90-ე წუთზე გავიდა. მანამდე "ვილიარეალი" ნიკოლა სანსონემ დააწინაურა, პატოს საგოლე პასის შემდეგ და ბოლო წუთამდე "წყალქვეშა ნავი" იგებდა...

ამ გოლით მესი ბომბარდირთა დავის ერთპიროვნული ლიდერი გახდა. აი, "ბარსელონა" კი "რეალს" უკვე ხუთი ქულით ჩამორჩება, რომელსაც ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული. კატალონიელებმა "სევილიაც" წინ გაუშვეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კაზემირომაც გაიტანა
"სანტიაგო ბერნაბეუზე" კვლავ განადგურდა "გრანადა", რომელმაც ამჯერად ხუთი გოლი გაუშვა. სათასო მატჩისგან განსხვავებით, ბეილის ადგილი სასტარტოში ახლა ისკომ მიიღო და მან ხამესის დუბლს კოპაზე, დუბლით უპასუხა ლა ლიგაში, თუმცა მეორე ტაიმში როდრიგესიც გამოჩნდა და ერთი საგოლე პასი მან მიითვალა.

თითო გოლი კრიშტიანო რონალდომ, ქარიმ ბენზემამ და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა (მარსელოსთან ერთად, რომელსაც "რეალში" ასპარეზობის 10 წელი შეუსრულდა) კაზემირომ გაიტანეს. მას მერე, რაც კაზემირომაც გაიტანა, ფაბიო კოენტრაო ერთადერთი მინდვრის მოთამაშეა "რეალში", ვისაც ამ სეზონში არ გაუტანია.

პორტუგალიელი მეორე ტაიმში გამოჩნდა, თუმცა გოლთან ახლოს არ ყოფილა.

ზინედინ ზიდანი (რეალი): "ძალიან კმაყოფილი ვარ. გუნდი სერიოზულად მოეკიდა ამ შეხვედრას და პირველივე წუთიდან მაღალი კონცენტრაციით თამაშობდა. როცა გოლი მალე გაგაქვს, ყველაფერი იოლდება დაცვით მოთამაშე გუნდების წინააღმდეგ თამაშისას. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. მოხარული ვარ, რომ "რეალის" ფეხბურთელები "გრანადასთან" თამაშს სერიოზულად მოეკიდნენ. 39-მატჩიანი სერია იმის ნიშანია, რომ კარგად ვშრომობთ".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ძველი "ატლეტიკო"?
2017 წელი დიეგო სიმეონეს "ატლეტიკომ" კარგად დაიწყო, სათასო წარმატებას იპურუაში "ეიბარის" 2:0 დამარცხებაც მიაყოლა. ვერ ვიტყვით, რომ მადრიდელებმა კარგად ითამაშეს - მსგავსი არაფერი ყოფილა - მაგრამ არგენტინელის გუნდმა მთავარს, სამ ქულას აუღელვებლად მიაღწია.

გოლები მას მერე გავიდა, რაც შესვენებაზე სიმეონემ ხორვატი ვრსალიკოს ნაცვლად ხუანფრანი შემოიყვანა. ფილიპე ლუიშმა საულ ნიგესს გაატანინა, ხოლო შეცვლაზე შესულმა გამეირომ ანტუან გრიზმანს ლა ლიგაში ნანატრი გოლი გაატანინა. მატჩის შემდეგ გრიზმანმა თქვა, ახლა უკვე ისევ "ის" "ატლეტიკო" ვართო.

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "პირველ ტაიმში იყო ეპიზოდები, როცა "ეიბარი" ჩვენზე უკეთ თამაშობდა. მეორე ტაიმში კი ისე ვითამაშეთ, როგორც მატჩის დასაწყისში. ჩვენ დიდად ვართ დამოკიდებულნი გრიზმანის შედეგიანობაზე, ისევე, როგორც ტორესის და გამეიროს შედეგიანობაზე. "ატლეტიკო" ისევ გუნდურად იბრძვის და არ ნებდება. რაც შეეხევა ვრსალიკოს შეცვლას, ინუი ძალიან კარგად თამაშობდა და შემეშინდა, ხორვატს მეორე ყვითელი ბარათი არ მიეღო. ასეთ მოედანზე ერთი კაცის დაკარგვით ვერ გავრისკავდი".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

(ბენ)ეფისი
"ანოეტაზე" გამოჩნდა, რომ ჯერ "რეალ სოსიედადს" დიდი მიზნების დასახვა არ შეუძლია, ეუსებიო საკრისტანის გუნდი შინ "სევილიასთან" 0:4 შერცხვა.

ბასკეთში ტუნისელი ვისამ ბენ იედერის ტრიუმფი ვიხილეთ, მან ჰეთ თრიკს ერთი საგოლე პასიც დაურთო. ბოლოს "სოსიედადი" ისე მოიშალა, ანდალუსიელებს მეტი გოლის გატანა მართებდათ. ხორხე სამპაოლის გუნდში, მატჩის გმირის გარდა, გამოვარჩევთ ფრანკო ვასკესისა და სამირ ნასრის კარგ თამაშსაც. ამ უკანასკნელის წინააღმდეგ ესპანეთში გამოძიებაა დაწყებული და შესაძლოა, დოპინგის გამოყენებისთვის 4-წლიანი დისკვალიფიკაცია მისცენ.

ხორხე სამპაოლი (სევილია): "რეალთან" პირველ ტაიმში საშინლად ვითამაშეთ, ამიტომ გულშემატკივრებისთვის მოსაბოდიშებელი გვქონდა. მეორეზე კი გადავედით, მაგრამ "რეალ სოსიედადი" კვლავ რჩება ჩვენს უშუალო კონკურენტად. ჩვენ დღეს დაცვაში ვიყოჩაღეთ. მიხარია, რომ ლა ლიგის სამ საუკეთესო გუნდში ვტრიალებთ".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სხვა თამაშები
ტური ბარსელონაში გაიხსნა, სადაც გუნდები მხოლოდ მეორე ტაიმში გამოფხიზლდნენ, მანამდე კი მოსაწყენი ფეხბურთი გვაჩვენეს - ლაკორუნიელი ბორხესის გოლს მასპინძელმა მორენომ ხუთ წუთში უპასუხა გოლით - 1:1, "ესპანიოლი" და "დეპორტივო" ლოგიკურად დაზავდნენ.

კანარის კუნძულებზე "ლას პალმასმა" ხიხონის "სპორტინგი" ნაბილ ელ ჟარის გოლით დაამარცხა, მაროკოელმა მეკარე კუელიარის მოგერიებულს დაამატა. თითქმის სავსე "სან მამესმა" ვერ იხილა თვალსასეირო ბასკური დერბი - "ბილბაომ" და "ალავესმა" გოლის გატანა ვერ მოახერხეს. ამით ვალვერდეს გუნდმა "სოსიედადის" დაწევის შანსი გაუშვა ხელიდან.

"ბენიტო ვილიამარინზე" "ბეტისმა" 2:0 მოუგო "ლეგანესს", რომელსაც უკვე ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია დაუბრუნდა. მორიგი გოლი გაიტანა ვეტერანმა ფორვარდმა რუბენ კასტრომ. მართალია, "მალაგას" ურიგოდ არ უთამაშია, მაგრამ ვიგოში "სელტასთან" მაინც დამარცხდა - 1:3. იაგო ასპასმა თავისი მე-11 გოლი გაიტანა ჩემპიონატში, ხოლო დანიელმა დანიელ ვასმა ორივე კარში გაიტანა.

XVII ტური
ესპანიოლი-დეპორტივო 1:1
გოლები: 0:1 ბორხესი (59), 1:1 ჟ. მორენო (63)
ესპანიოლი (4-1-4-1): რ. ხიმენესი - ვ. სანჩესი (84. ო. დუარტე), დ. ლოპესი, დ. რეიესი, კარიკოლი - ფუეგო - ე. პერესი (75. მელენდო), სევილია (75. კაისედო), ხურადო, პიატი - ჟ. მორენო
დეპორტივო (4-4-2): ტიტონი - ხუანფრანი, ალბენტოსა, სიდნეი, ფ. ნავარო - გამა (85. ლუიზინიო), გილერმე, ბორხესი, ჩოლაქი - ხოსელუ, ანდონე (92. ვალე)
გაძევება: ხუანფრანი (90)
გაფრთხილება: 1-3; კუთხური: 2-8; ჯარიმა: 13-14; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 15-13 (4-3); ბურთის ფლობა: 48%-52%; მაყურებელი: 16 347

რეალი-გრანადა 5:0
გოლები: 1:0 ისკო (12), 2:0 ბენზემა (20), 3:0 რონალდო (27), 4:0 ისკო (31), კაზემირო (58)
რეალი (4-3-3): კ. ნავასი - კარვახალი, ვარანი, ნაჩო, მარსელო (68. კოენტრაო) - მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი (46. ხ. როდრიგესი) - ისკო (51. ასენსიო), ბენზემა, რონალდო
გრანადა (4-5-1): ოჩოა - ტიტო, ლომბანი, ვეზუ, გაბრიელი - ბოგა (65. ბუენო), აგბო (60. ხ. მარკესი), სამპერი, ა. პერეირა, ტაბანუ (77. პონსე) - კრავეცი
გაფრთხილება: 1-4; კუთხური: 9-1; ჯარიმა: 11-12; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 23-3 (13-1); ბურთის ფლობა: 61%-39%; მაყურებელი: 71 184

ეიბარი-ატლეტიკო 0:2
გოლები: 0:1 ს. ნიგესი (54), 0:2 გრიზმანი (74)
ეიბარი (4-2-3-1): იოელი - კაპა, დოს სანტოსი, ლეჟონი, ლუნა - დ. გარსია, ფ. რიკო - პედრო ლეონი (76. პენია), ადრიანი (82. ნანო), ინუი (68. ბებე) - ენრიჩი
ატლეტიკო (4-1-4-1): მოია - ვრსალიკო (46. ხუანფრანი), სავიჩი, გოდინი, ფილიპე ლუიში - ხ. ხიმენესი - გრიზმანი, გაბი, კოკე, ს. ნიგესი - ფ. ტორესი (71. გამეირო)
გაფრთხილება: 2-2; კუთხური: 5-3; ჯარიმა: 11-10; თამაშგარე: 1-6; კარში დარტყმა: 15-8 (2-4); ბურთის ფლობა: 55%-45%; მაყურებელი: 5 810

ლას პალმასი-სპორტინგი 1:0
გოლი: 1:0 ელ ჟარი (55)
ლას პალმასი (4-2-3-1): ვარასი - სიმონი, ლემოსი, ბიგასი, დ. კასტელიანო - მესა, ვ. გომესი - ელ ჟარი (78. ტანასუ), ვიერა, კ. ბოატენგი (89. ლივაია) - მ. გარსია (69. მომო)
სპორტინგი ხ. (5-4-1): კუელიარი - დ. პერეირა, ლ. კასტელიანო, მერე, ბაბენი (65. აფიფი), კანელია - კარმონა (75. რ. სანჩესი), ს. ალვარესი, ხ. ტორესი, ვ. როდრიგესი - ჩოპი (60. ვიგერა)
გაფრთხილება: 2-3; კუთხური: 8-3; ჯარიმა: 8-18; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 16-11 (10-2); ბურთის ფლობა: 65%-35%; მაყურებელი: 21 710

სოსიედადი-სევილია 0:4
გოლები: 0:1 ბენ იედერი (25), 0:2 ბენ იედერი (29), 0:3 სარაბია (73), 0:4 ბენ იედერი (83)
რეალ სოსიედადი (4-3-3): რული - ზალდუა, მ. გონსალესი (46. ა. ელუსტონდო), ი. მარტინესი, ი. ბერჩიჩე - ჩაბი პრიეტო, ილიარამენდი, გრანერო (57. კანალესი) - ველა (57. ხუანმი), ვილიან ჟოზე, ოიარზაბალი
სევილია (3-4-2-1): ს. რიკო - მერკადო, პარეხა, რამი - მარიანო, ესკუდერო, ნ'ზონზი, ვიტოლო (79. კრანევიტერი) - ფ. ვასკესი (69. სარაბია), ნასრი - ბენ იედერი (91. ხ. კორეა)
გაფრთხილება: 2-3; კუთხური: 7-4; ჯარიმა: 15-18; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 11-11 (5-10); ბურთის ფლობა: 54%-46%; მაყურებელი: 22 374

ბილბაო-ალავესი 0:0
ბილბაო (4-2-3-1): არიზაბალაგა (36. ირაისოსი) - ეჩეიტა, გ. ელუსტონდო, ლაპორტი, ბალენზიაგა - მ. რიკო (57. სან ხოსე), ბენიატი - სუსაეტა (58. ვილიამსი), რაულ გარსია, მუნიაინი - ადურისი
ალავესი (4-2-3-1): ორტოლა - კიკო, ლაგუარდია, ფედალი, რ. გარსია - მ. გარსია, მ. ლორენტე - ტოკერო (74. კატაი), კამარასა (90. დ. ტორესი), იბაი (75. ე. მენდესი) - დეივერსონი
გაფრთხილება: 2-4; კუთხური: 13-4; ჯარიმა: 10-13; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 15-10 (4-4); ბურთის ფლობა: 60%-40%; მაყურებელი: 42 182

ბეტისი-ლეგანესი 2:0
გოლები: 1:0 რ. კასტრო (51), 2:0 პიჩინი (85)
ბეტისი (5-3-2): ადანი - რ. ნავარო (70. პიჩინი), ბ. გონსალესი, პეცელა, ხუან კარლოსი, დურმისი - ჟ. მარტინი, პეტროში (66. ბრაშანაცი), სებალიოსი - სანაბრია (36. ალეგრია), რ. კასტრო
ლეგანესი (5-4-1): შამპანიე - ვ. დიასი (59. გაბრიელი), მანტოვანი, ინსუა, ბუსტინცა, მარინი - უ. ლოპესი (77. რ. პერესი), ტიმორი, ალბერტო (55. ო. რამოსი), მაჩისი - გერერო
გაფრთხილება: 2-6; კუთხური: 4-2; ჯარიმა: 10-20; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 16-9 (3-3); ბურთის ფლობა: 52%-48%; მაყურებელი: 36 328

სელტა-მალაგა 3:1
გოლები: 1:0 ასპასი (7), 2:0 ვასი (60), 3:0 ფონტასი (73), 3:1 ვასი (86 ს. კ.)
სელტა (4-3-3): ბლანკო - მალიო, კაბრალი, ფონტასი, ხონი - რადოია (85. ს. გომესი), მ. დიასი, ვასი - ასპასი, გუიდეტი (63. შეიხი), ბონგონდა (70. სისტო)
მალაგა (4-2-3-1): კამენი - როსალესი, მ. ტორესი (12. დ. ლორენტე), ვილიანუევა, ხუან კარლოსი - რესიო, ნაჩო კამაჩო - მ. სანტოსი, ფორნალსი (56. ხუანპი), გ. კასტრო (79. ხონი) - ს. რამირესი
გაფრთხილება: 1-4; კუთხური: 2-7; ჯარიმა: 17-15; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 6-13 (3-4); ბურთის ფლობა: 51%-49%; მაყურებელი: 17 890

ვილიარეალი-ბარსელონა 1:1
გოლები: 1:0 სანსონე (49), 1:1 მესი (90)
ვილიარეალი (4-4-2): ასენხო - მარიო გასპარი, მუსაჩო (87. ალვარო), რუისი, ხ. კოსტა - ჯ. დოს სანტოსი, ტრიგეროსი, ბრუნო სორიანო, რ. სორიანო (84. რ. ერნანდესი) - სანსონე, პატო (76. კასტილიეხო)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - ს. რობერტო, პიკე, მასკერანო, დინი (71. არდა თურანი) - ანდრე გომეში (68. დ. სუარესი), ბუსკეტსი, ინიესტა - მესი, ლ. სუარესი, ნეიმარი
გაძევება: ხ. კოსტა (94)
გაფრთხილება: 3-2; კუთხური: 2-4; ჯარიმა: 16-13; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 6-20 (3-7); ბურთის ფლობა: 30%-70%; მაყურებელი: 22 893

ორშაბათი. 9 იანვარი
ოსასუნა-ვალენსია 23:45

ბომბარდირები:
13 ლიონელ მესი (ბარსელონა)
12 ლუის სუარესი (ბარსელონა)
11 იაგო ასპასი (სელტა)
კრიშტიანო რონალდო (რეალი)
9 ვილიან ჟოზე (სოსიედადი)

მომდევნო ტური
14 იანვარი:
ლეგანესი-ბილბაო, ბარსელონა-ლას პალმასი, ატლეტიკო-ბეტისი, დეპორტივო-ვილიარეალი;

15 იანვარი:
ვალენსია-ესპანიოლი, სელტა-ალავესი, სპორტინგი ხ-ეიბარი, გრანადა-ოსასუნა, სევილია-რეალი;

16 იანვარი:
მალაგა-რეალ სოსიედადი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული