ლა ლიგა. XVII ტური: "რეალის" რეკორდი, "სევილიას" მეორე ადგილი [VIDEO]

AutoSharing Option
7 იანვარს ესპანეთის ლა ლიგის მე-17 ტურის 4 შეხვედრა გაიმართა.

"სანტიაგო ბერნაბეუზე" მატჩის წინ მეოთხე "ოქროს ბურთი" ჩაიბარა კრიშტიანო რონალდომ.

"რეალმა" "გრანადა" 5:0 გაანადგურა და "ბარსელონას" ესპანური რეკორდი გაიმეორა - 39 მატჩი ზედიზედ წაუგებლად. დუბლი შეასრულა ისკომ, თითო გოლი ქარიმ ბენზემას, კრიშტიანო რონალდოსა და კაზემიროს ანგარიშზეა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ზინედინ ზიდანი (რეალი): "ძალიან კმაყოფილი ვარ. გუნდი სერიოზულად მოეკიდა ამ შეხვედრას და პირველივე წუთიდან მაღალი კონცენტრაციით თამაშობდა. როცა გოლი მალე გაგაქვს, ყველაფერი იოლდება დაცვით მოთამაშე გუნდების წინააღმდეგ თამაშისას, ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა.
მოხარული ვარ, რომ "რეალის" ფეხბურთელები "გრანადასთან" თამაშს სერიოზულად მოეკიდნენ. 39-მატჩიანი სერია იმის ნიშანია, რომ კარგად ვშრომობთ".

მადრიდის "ატლეტიკომ" საულ ნიგესისა და ანტუან გრიზმანის გოლების წყალობით, სტუმრად 2:0 მოუგო "ეიბარს".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "პირველ ტაიმში იყო ეპიზოდები, როცა "ეიბარი" ჩვენზე უკეთ თამაშობდა. მეორე ტაიმში კი ისე ვითამაშეთ, როგორც მატჩის დასაწყისში. ჩვენ დიდად ვართ დამოკიდებული გრიზმანის შედეგიანობაზე, ისევე, როგორც ტორესის და გამეიროს შედეგიანობაზე. "ატლეტიკო" ისევ გუნდურად იბრძვის და არ ნებდება. რაც შეეხევა ვრსალიკოს შეცვლას, ინუი ძალიან კარგად თამაშობდა და შემეშინდა ხორვატს მეორე ყვითელი ბარათი არ მიეღო. ასეთ მოედანზე ერთი კაცის დაკარგვით ვერ გავრისკავდი".

"ანოეტაზე" "სევილიამ" 4 უპასუხო გოლი გაუტანა "რეალ სოსიედადს: - 4:0. ჰეთ თრიკი შეასრულა ვისამ ბენ იედერმა. ამით "სევილიამ" "ბარსელონას" გადაუსწრო და მეორე ადგილი დაიკავა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შაბათი. 7 იანვარი
რეალი-გრანადა 5:0
გოლები: 1:0 ისკო (12), 2:0 ბენზემა (20), 3:0 რონალდო (27), 4:0 ისკო (31), კაზემირო (58)

ეიბარი-ატლეტიკო 0:2
გოლები: 0:1 ს. ნიგესი (54), 0:2 გრიზმანი (74)

ლას პალმასი-სპორტინგი 1:0
გოლი: 1:0 ელ ჟარი (55)

სოსიედადი-სევილია 0:4
გოლები: 0:1 ბენ იედერი (25), 0:2 ბენ იედერი (29), 0:3 სარაბია (73), 0:4 ბენ იედერი (83)

პარასკევი. 6 იანვარი
ესპანიოლი-დეპორტივო 1:1

კვირა. 8 იანვარი
ბილბაო-ალავესი 15:00
ბეტისი-ლეგანესი 19:15
სელტა-მალაგა 21:30
ვილიარეალი-ბარსელონა 23:45

ორშაბათი. 9 იანვარი
ოსასუნა-ვალენსია 23:45

1. რეალი - 40 ქულა; 2. სევილია - 36; 3. ბარსელონა - 34; 4. ატლეტიკო - 31; 5. ვილიარეალი - 29.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული