ლიონელ მესი: ენრიკეს დროს უფრო აგრესიულად ვუტევთ, ვიდრე გვარდიოლას დროს იყო

AutoSharing Option
"ბარსელონას" ფორვარდმა ლიონელ მესიმ კლუბის ფილოსოფიაზე ისაუბრა და გუნდის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე ყოფილ თავკაცს, ხოსეპ გვარდიოლას შეადარა, რომელიც ამჟამად "მანჩესტერ სიტის" წვრთნის.

"ბარსელონას" სისტემა არის ის, რაც ყველამ იცის. შემიძლია ვთქვა, რომ "ბარსელონა" ერთ-ერთი იმ მცირეთაგანია, რომელსაც ასეთი სისტემა აქვს. თუმცა თითოეულ მწვრთნელს საკუთარი ხედვა აქვს და ის თავის დეტალებს ამატებს.

გლობალური ცვლილებები არ გვქონია, მაგრამ მცირე ცვლილებები იყო. ლუისთან ერთად შესაძლოა უფრო აგრესიულად ვუტევთ დიდ სისწრაფეებზე, პეპთან ერთად ნაკლებად ვიყენებდით კონტრშეტევებს", - თქვა მესიმ.

მომზადებულია As-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული