ხულიენ ლოპეტეგიმ ესპანეთის ნაკრებში იკერ კასილიასი კვლავ არ მიიწვია

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხულიენ ლოპეტეგიმ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მომავალი მატჩებისთვის გუნდში გამოძახებულ მოთამაშეთა სია გამოაცხადა.

ესპანეთის ნაკრები 6 ოქტომბერს სტუმრად იტალიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება, 9-ში კი - ალბანეთს.

"ფურია როხას" შემადგენლობაში კვლავ არაა მადრიდის "რეალის" ყოფილი მეკარე იკერ კასილიასი, რომელიც ამჟამად "პორტუს" ღირსებას იცავს. აღსანიშნავია, რომ ლოპეტეგიმ უწინ განაცხადა, რომ ეროვნული გუნდის კარი კასილიასისთვის დახურული არ იქნებოდა...

ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები:
რეინა, დე ხეა, რიკო.
მცველები: ნაჩო, ალბა, კარვახალი, ს.რამოსი, პიკე, ხ.მარტინესი.
ნახევარმცველები: კოკე, ს.რობერტო, ნიგესი, ბუსკეტსი, სილვა,
ლ.ვასკესი, ტ.ალკანტარა, ინიესტა, ისკო, კალეხონი, ვიტოლო.
თავდამსხმელები: მორატა, დიეგო კოშტა, ნოლიტო.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რატო არ იწვევენ ნაკრებში ბილბაოელ ბენიატ ეჩებერიას, მიკვირს. ჩემი აზრით, ის ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო პლეიმეიკერია. ისევე, როგორც მაიკლ კერიკი სკამზე დასვა იმ თავქარიანმა მოურინიომ და ბაბუაწვერა ფელაინის ათამაშებს.
kutaisski
19:30 30-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული