ლა ლიგა. II ტური: "რეალი" ტონი კროოსმა იხსნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
27 აგვისტოს ესპანეთის ლა ლიგის II ტურის 4 შეხვედრა გაიმართა.

მადრიდის "რეალმა" გაჭირვებით შეძლო "სელტას" დამარცხება - 2:1. მე-60 წუთზე ანგარიში ალვარო მორატამ გახსნა. სტუმრები აპროტესტებდნენ, რადგან მათი აზრით, მორატა თამაშგარე მდგომარეობაში იყო.

67-ე წუთზე გუიდეტის პასით ფაბიან ორელიანამ გაათანაბრა, მაგრამ მატჩის დასრულებამდე 9 წუთით ადრე "სამეფო კლუბს" სამი ქულა ტონი კროოსმა მოუტანა შესანიშნავი დარტყმით.

ზინედინ ზიდანი (რეალი): "დღეს ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ და შევძელით გამარჯვების მოპოვება. შეცვლები თამაშის მიმდინარეობ
ის შესაცვლელად გავაკეთე და ყველა შეცვლამ იმუშავა. ხამესიც კარგად შემოვიდა თამაშში და ის "რეალში" რჩება. "სელტა" ძალიან კარგი გუნდია, მას "ცალი ფეხით" ვერ მოუგებ, ეს გამორიცხულია".

კვლავ ვერ მოიგო "ატლეტიკომ", ამჯერად, დიეგო სიმეონეს გუნდი სტუმრად "ლეგანესს" დაუზავდა - 0:0.

"ვალენსიას" ორი ტურის მერე 0 ქულა აქვს, "ღამურები" ამჯერად სტუმრად "ეიბართან" დამარცხდნენ - 0:1.

შაბათი. 27 აგვისტო
ოსასუნა-სოსიედადი 0:2
გოლები: 0:1 ხუანმი (45), 0:2 უ. გარსია (81 ს. კ.)

ეიბარი-ვალენსია 1:0
გოლი: 1:0 პედრო ლეონი (62)
შენიშვნა: პედრო ლეონმა (ოსასუნა) ვერ გაიტანა პენალტი (62)

რეალი-სელტა 2:1
გოლები: 1:0 მორატა (60), 1:1 ორელიანა (67), 2:1 კროოსი (81)

ლეგანესი-ატლეტიკო 0:0

პარასკევი. 26 აგვისტო
ბეტისი-დეპორტივო 0:0
ესპანიოლი-მალაგა 2:2

კვირა. 28 აგვისტო
ლას პალმასი-გრანადა 20:15
ალავესი-სპორტინგი 20:15
ბილბაო-ბარსელონა 22:15
ვილიარეალი-სევილია 00:15

1. რეალი - 6 ქულა; 2. დეპორტივო - 4; 3. ლეგანესი - 4; 4. ბარსელონა - 3; 5. სევილია - 3.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული