მადრიდის "რეალმა" მატეო კოვაჩიჩის "მილანში" იჯარით გაშვება არ ისურვა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალმა" ნახევარმცველ მატეო კოვაჩიჩის იჯარით "მილანში" გაშვება არ ისურვა. ამის შესახებ Marca იუწყება.

22 წლის ხორვატ ფეხბურთელთან დაკავშირებით, "მილანის" ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი პირადად ესაუბრა ტელეფონით მადრიდული კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს, თუმცა ცივი უარი მიიღო. როგორც ირკვევა პერესს 29 მლნ ევროდ შარშან "ინტერისგან" ნაყიდი კოვაჩიჩის გაშვება არაფრით სურს.

გასულ სეზონში ხორვატმა 25 მატჩში ითამაშა, მაგრამ მათგან მხოლოდ 6-ში გამოვიდა მოედანზე სასტარტო შემადგენლობაში. მის ანგარიშზე სულ ორი საგოლე გადაცემაა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული