"ბარსელონამ" პსჟ-ის მცველის, ლუკას დინის ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა

AutoSharing Option
"ბარსელონამ" ოფიციალურად გამოაცხადა "პარი სენ-ჟერმენის" მცველის, ლუკას დინის ტრანსფერის შესახებ, რომელთანაც უახლოეს მომავალში 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდება. კონტრაქტში პირისგასამტეხლო თანხად 60 მლნ ევრო ჩაიწერება.

22 წლის ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერი კატალონიურ კლუბს 16,5 მლნ, პლუს 4 მლნ ბონუსების სახით, დაუჯდება.

გასულ სეზონში დინმა "რომაში" იჯარის წესით ითამაშა, სერია A-ს 33 მატჩში გაიტანა 3 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. საიჯარო ვადის გასვლის შემდეგ რომაელებს ლუკას გამოსყიდვა არ უცდიათ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული