მადრიდის "რეალი": 35 მილიონი ევრო ბრაზილიელი მცველისთვის?

AutoSharing Option
მადრიდის "რეალმა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, შესაძლოა, "ლევერკუზენის" ბრაზილიელი მცველი ვენდელა შეიძინონ.

როგორც AS იტყობინება, მადრიდელთა ხელმძღვანელობა გერმანელებს ბრაზილიელის თაობაზე უკვე დაეკონტაქტა. 22 წლის ფეხბურთელის შეძენა მადრიდელებს 35 მილიონი ევრო დაუჯდებათ. "რეალის" მხრიდან ფეხბურთელისადმი ინტერესი თავად ფეხბურთელის აგენტმაც დაადასტურა, ვენდელას თქმით კი, შემოთავაზების შემთხვევაში, დაუფიქრებლად დათანხმდება.

ამასთანავე, მადრიდელთა გარდა, ბრაზილიელით ასევე კატალონიის "ბარსელონა" და პსჟ ინტერესდებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული