ლა ლიგა. XXVIII ტური: კრიშტიანო რონალდოს პოკერი 26 წუთში [VIDEO]

AutoSharing Option
5 მარტს ესპანეთის ლა ლიგის 28-ე ტურის 4 შეხვედრა გაიმართა.

მადრიდის "რეალმა" 7:1 გაანადგურა ვიგოს "სელტა", ხოლო კრიშტიანო რონალდომ პოკერი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ 8-დან 7 გოლი მეორე ტაიმში გავიდა.

კრიშტიანო რონალდომ "რეალის" მაისურით 350 გოლის გატანა მოახერხა და თამაშის შემდეგ შესაფერისი მაისურიც მიიღო საჩუქრად "რეალის" პრეზიდენტ ფლორენტინო პერესისგან. აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელმა პოკერი 26-წუთიან მონაკვეთში შეასრულა.

ზინედინ ზიდანი (რეალი): "შესვენებაზე ბიჭებს რაღაც ვუთხარი. ზოგი უსტვენდა რონალდოს, მაგრამ მათ ადგილას კარგად დავაკვირდებოდი, როგორ თამაშობს კრიშტიანო. პუბლიკა ყოველთვის მეტისმეტად მომთხოვნია ვარსკვლავების მიმართ.

რონალდომ
დღეს ოთხი გოლი გაიტანა, ის უნიკალურია, მე მაგალითად, არასოდეს გამიტანია ოთხი გოლი ერთ თამაშში. ბედნიერი ვარ, რომ ის ასე იოლად აღწევს მიზანს, რადგან ჩემპიონთა ლიგა ახლოვდება.

სასიხარულოა, რომ შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმაც გააძლიერეს გუნდის თამაში".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ვილიარეალმა" ნოემბრის მერე პირველი მარცხი იწვნია, "ლას პალმასთან" შინ 0:1 დათმო. სტუმრად კვლავ ვერ უმარჯვია "სევილიას", რომელიც ამჯერად, "ხეტაფეს" 1:1 დაუზავდა. ამით მადრიდულმა კლუბმა 7-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა.

აი, "დეპორტივომ" კი ვერ შეძლო მოუგებელი სერიის შეწყვეტა, რომელიც "მალაგასთან" 3:3-ის შემდეგ 12 მატჩს ითვლის.

რეალი-სელტა 7:1
გოლები: 1:0 პეპე (40), 2:0 რონალდო (49), 3:0 რონალდო (57), 3:1 ასპასი (61), 4:1 რონალდო (64), 5:1 რონალდო (75), 6:1 ხესე (77), 7:1 ბეილი (80)

ვილიარეალი-ლას პალმასი 0:1
გოლი: 0:1დ. გარსია (29)

ხეტაფე-სევილია 1:1
გოლები: 0:1 ბანეგა (79), 1:1 ველასკესი (86)

დეპორტივო-მალაგა 3:3
გოლები: 0:1 შარლესი (29), 1:1 ბორხესი (43), 1:2 ნაჩო კამაჩო (63), 2:2 ფედე კარტაბია (69), 3:2 ლ. პერესი (80), 3:3 არიბასი (89 ს. კ.)

6 მარტი
ბეტისი-გრანადა 15:00
ეიბარი-ბარსელონა 19:00
სოსიედადი-ლევანტე 21:15
სპორტინგი-ბილბაო 21:15
ვალენსია-ატლეტიკო 23:30

7 მარტი
ესპანიოლი-ვალეკანო 23:30

1. ბარსელონა - 69 ქულა; 2. ატლეტიკო - 61; 3. რეალი - 60; 4. ვილიარეალი - 53; 5. სევილია - 45.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული