კარიერაში პირველად - ლიონელ მესი ლა ლიგის თვის საუკეთესოა

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელი ფორვარდი ლიონელ მესი ესპანეთის ჩემპიონატის იანვრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

იანვარში "ბარსელონამ" 5 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 4 მოიგო, 1 კი ფრედ დაასრულა. არგენტინელმა "გრანადას" წინააღმდეგ ჰეთ-თრიკი გაიფორმა, თითო-თითო გოლი კი მადრიდის "ატლეტიკოს", "ბილბაოს" და "მალაგას" გაუტანა.

აღსანიშნავია, რომ მესიმ აღნიშნული ჯილდო კარიერაში პირველად მიიღო.
ასევე დაგაინტერესებთ