ევგენი კონოპლიანკას მადრიდის "რეალის" სკაუტები დააკვირდებიან

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" სკაუტები "სევილიას" უკრაინელ ნახევარმცველ ევგენი კონოპლიანკას დააკვირდებიან.

ფეხბურთელის შეძენით თავად "რეალის" პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესია დაინტერესებული.

უკრაინელი ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 35 მილიონ ევროს შეადგენს.

მიმდინარე სეზონში 9 ჩატარებულ შეხვედრაში კონოპლიანკას ანგარიშზე 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.