კრიშტიანო რონალდო გაცილებით ძვირფასი ბრენდია, ვიდრე - ლიონელ მესი

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო სპორტსმენთა შორის 2015 წლის უძვირფასესი ბრენდების ათეულში მოხვდა, რომელიც Forbes-მა შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ სიაში ვერ მოხვდა პორტუგალიელის მთავარი მეტოქე "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში, "ბარსელონას" ფეხბურთელი ლიონელ მესი.

საერთოდ კი, ათეულში სამი გოლფისტი, ორი კალათბურთელი და თითო ფეხბურთელი, ჩოგბურთელი, მძლეოსანი, მოკრივე და კრიკეტის მოთამაშეა.

რეიტინგის სათავეში გოლფისტი ტაიგერ ვუდსია. მეორე ადგილზე ასევე გოლფისტი ფილ მიკელსონია, მესამე-მეოთხე ადგილებს კი კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი და ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი იყოფენ.

ათეული ასე გამოიყურება:
1. ტაიგერ ვუდსი (გოლფი) - 30 მლნ აშშ
დოლარი.
2. ფილ მიკელსონი (გოლფი) - 28 მლნ.
3-4. ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი) - 27 მლნ.
3-4. როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი) - 27 მლნ.
5. მახენდრა სინგხ დონი (კრიკეტი) - 21 მლნ
6. უსაინ ბოლტი (მძლეოსნობა) - 18 მლნ.
7. კევინ დურანტი (კალათბურთი) - 18 მლნ.
8. კრიშტიანო რონალდო (ფეხბურთი) - 16 მლნ.
9. რორი მაკილროი (გოლფი) - 12 მლნ.
10. ფლოიდ მეივეზერი (კრივი) - 11,5 მლნ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
არ ვიცი და არც მაინტერესებს პიროვნულად, რომელი უფრო სიმპატიურია მარა, როგორც ფეხბურთელი ეგ ლეოსთან ახლოსაც ვერ მივა, ცუდია მეთქი არ ვამბობ მარა სად ეგ და სად მესი.
sabonis
16:54 23-10-2015
0
სიახლეები პოპულარული