ლა ლიგა. XXVIII ტური: "ბარსამ" "რეალი" დაჭრა და წინ გაიჭრა! [VIDEO]

AutoSharing Option
თითქოს მოსალოდნელიც იყო, რომ "ბარსელონა" ამ "კლასიკოს" მოიგებდა, რადგან "რეალი" ბოლო დროს არც ისე კარგ ფორმაშია.

"ბარსამ" მართლაც მოიგო და 28-ე ტურის შემდეგ მადრიდულ გრანდს 4 ქულით უსწრებს, რაც, შესაძლოა, ბევრი არ არის, მაგრამ თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ამ მატჩის მოგებით ლუის ენრიკეს შეგირდებმა ჩემპიონობისკენ საკმაოდ დიდი ნაბიჯი გადადგეს.

"ნოუ კამპზე" შეკრებილი 98 760 მაყურებლის თვალწინ კატალონიური გრანდი ჟერემი მატიომ დააწინაურა, თუმცა კრიშტიანო რონალდომ მალევე აღადგინა წონასწორობა, რის შემდეგაც, მე-40 წუთზე, იყო მომენტი, რომელზეც "რეალისა" და "ბარსას" ფანები დიდხანს
იკამათებენ - ქარიმ ბენზემამ ბურთი რონალდოსკენ გაგზავნა, რომელმაც ბურთს ბეილისკენ მიმართულება თავით შეუცვალა, ამ უკანასკნელმა კი ბრავოს კარი დალაშქრა, მაგრამ მსაჯმა რონალდოზე თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და გოლი არ ჩათვალა. იყო თუ არა პორტუგალიელი თამაშგარეში, როცა მას ბენზემამ უპასა, ძალიან რთული სათქმელია, რბილად რომ ვთქვათ - საკამათოა.

მეორე ტაიმში "ბარსელონა" უკეთ ათამაშდა და დაწინაურდა კიდეც ლუის სუარესის გოლით - აქვე ვთქვათ, რომ იკერ კასილიასი ამ მომენტში ცუდად გამოიყურებოდა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ორივე გუნდი მეტ გოლს იმსახურებდა, რადგან მომენტები მრავლად შეიქმნა. პირველ ტაიმში შესანიშნავი იყო "ბარსას" მეკარე ბრავო და სწორედ ჩილელის დამსახურებაა, კატალონიელებმა ტაიმი რომ არ წააგეს. ვერ ვიტყვით, რომ "ბარსელონას" გამარჯვება დაუმსახურებელია, რადგან ლუის ენრიკეს ბიჭებმა მეორე ტაიმში მართლაც ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა ვახსენოთ ის საკამათო ეპიზოდი პირველი ტაიმიდან, როცა "რეალს" გოლი არ ჩაუთვალეს. კაცმა არ იცის, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, მადრიდელები რომ დაწინაურებულიყვნენ.

აქვე ვთქვათ, რომ მე-80 წუთზე მოედანზე გამოჩნდა ჩავი, რომელიც ამ მატჩის შემდეგ, ჩატარებული შეხვედრების რაოდენობის მიხედვით, "კლასიკოს" ყველა დროის ერთ-ერთი რეკორდსმენია ფრანსისკო ხენტოსთან და მანოლო სანჩისთან ერთად - ჩავის 42 "ელ კლასიკოში" აქვს მონაწილეობა მიღებული. აღსანიშნავია ისიც, რომ "რეალისა" და "ბარსას" ბოლო 24 დაპირისპირებიდან პირველად მოხდა ისე, რომ "რეალის" შემადგენლობაში უფრო მეტმა ესპანელმა ითამაშა (4), ვიდრე "ბარსელონას" რიგებში (3).
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ღამურები" გაფრინდნენ
"ვალენსია" აღარ ხუმრობს და აღარც მის კონკურენტებს ეხუმრებათ - ვალენსიის მხარის დერბიში ნუნუ ესპირიტუ სანტუს გუნდმა "ელჩე" მოარბია და 60 ქულით კვლავ მესამეა. პირველი ტაიმის მიწურულს "ელჩეს" პოლონელმა გოლკიპერმა პჟემისლავ ტიტონმა სოფიან ფეგულის დარტყმული კი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე პორტუგალიელმა ანდრე გომეშმა იყოჩაღა.

მეორე ტაიმის დასაწყისში სწორედ გომეშის ჩაწოდებას მოჰყვა პაკო ალკასერის გოლი. "ელჩე" საბოლოოდ მაშინ აირია, როცა ზურგსუკან ჩასაფრებული ალვარო ნეგრედოს შიშით, ჩილელმა ენცო როკომ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. ბოლოს კი არგენტინელი პაბლო პიატის ჩაწოდებულს მისი თანამემამულე ნიკოლას ოტამენდი თავურით შესწვდა - 0:4.

სტანდარტულად მაღალ დონეზე
ჩემპიონთა ლიგაზე დიდი მადრიდული დერბის გამართვამდე, "ატლეტიკომ" მცირე დერბიში წაივარჯიშა - "ხეტაფე" 2:0 დაამარცხა და ერთი ამდენი გოლის გატანა კიდევ თავისუფლად შეეძლო.

ანგარიში თავურით სასტარტოში მოხვედრილმა ფერნანდო ტორესმა გახსნა. მეორე გოლიც თავურით გავიდა, მისი ავტორი ტიაგო კარდოზოა. ორივე შემთხვევაში "ატლეტიკომ" საჯარიმო ჩაწოდების შემდეგ იხეირა - სტანდარტულ მდგომარეობაში დიეგო სიმეონეს გუნდს ესპანეთში და ალბათ, არც ევროპაში ბადალი არა ჰყავს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სხვა მატჩები
შაბათს მადრიდში კიდევ ერთი მატჩი გაიმართა - "ელვებმა" ზედიზედ მე-4 საშინაო მოგება იზეიმეს - ალბერტო ბუენოს პასით გაელ კაკუტამ გაიტანა გამარჯვების გოლი ახალგაზრდული "მალაგას" კარში. ვალენსიაში "ლევანტე" "სელტასთან" ბოლოს დამარცხდა. ბრაზილიელი შარლესი მოედანზე ახალი გასული იყო და არც საფინალო სასტვენამდე რჩებოდა ბევრი, როცა მან გამარჯვების გოლი გაიტანა.

ბილბაოს "ატლეტიკმა" ზედიზედ მეხუთე გამარჯვება იზეიმა, შინ აუტსაიდერი "ალმერია" დაამარცხა, ხოლო "გრანადა" შინ "ეიბარს" დაუზავდა, რომელმაც, როგორც იქნა, არ წააგო. ლა კორუნიაში "დეპორტივო" და "ესპანიოლი" უგოლოდ დაზავდნენ. "ვილიარეალი" და "სევილია" ლამის ერთმანეთს შეაბერდნენ, ჩემპიონატშიც ანდალუსიელებმა იმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ ნაკრებში გამოძახება გოლით აღნიშნა ვიტოლომ.

ესპანეთი. ლა ლიგა. XXVIII ტური
20 მარტი
ელჩე-ვალენსია 0:4
გოლები: 0:1 ანდრე გომეში (44), 0:2 პ. ალკასერი (57), 0:3 როკო (70 ს. კ.), 0:4 ოტამენდი (91)
ელჩე (4-2-3-1): ტიტონი - დ. სუარესი, როკო, ლომბანი, სისმა - ა. გონსალესი (77. მოსკერა), პაშალიჩი (59. კ. ერერა) - გ. როდრიგესი (75. კორომინასი), ფაირი, ვ. როდრიგესი - ჟონათასი
ვალენსია (4-3-3): დიეგო ალვეში - ბარაგანი, მუსტაფი, ოტამენდი, გაია - პარეხო (90. ტროპი), ფუეგო, ანდრე გომეში - ფეგული (83. კანსელო), პ. ალკასერი (68. ნეგრედო), პიატი
გაფრთხილება: სუარესი -
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 12-10; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 7-10 (1-5); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 26 510

21 მარტი
ატლეტიკო-ხეტაფე 2:0
გოლები: 1:0 ფ. ტორესი (3), 2:0 ტიაგო (44)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, ხ. ხიმენესი, გოდინი, გამესი - არდა თურანი (93. მ. სუარესი), გაბი, ტიაგო, კოკე - რ. ხიმენესი (64. გრიზმანი), ფ. ტორესი (92. კანი)
ხეტაფე (4-2-3-1): გუაიტა - ვიგარაი, ნალდო, ველასკესი, ესკუდერო - დ. კასტრო, ლასენი - პედრო ლეონი (79. ბ. დიავარა), სარაბია, ინესტროსა (72. იოდა (83. ფელიპი)) - ა. ვასკესი
გაფრთხილება: ტიაგო, გაბი - ნალდო, კასტრო
კუთხური: 10-5; ჯარიმა: 10-16; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 15-5 (6-1); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 40 000

ვალეკანო-მალაგა 1:0
გოლი: 1:0 კაკუტა (22)
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): კ. ალვარესი - ტიტო, ზე კაშტრო, ამაია, ნაჩო (54. ინსუა) - ბაენა, ტრაშორასი (71. ლიკა) - კაკუტა, ბუენო, ემბარბა - ლეო ბაპტიშტაო (36. მანუჩო)
მალაგა (4-2-3-1): კამენი - როსალესი, ანხელერი, ველიგტონი, მ. ტორესი (56. ბოკა) - დარდერი, რესიო - სამუელი, ორტა (56. ამრაბატი), კასტილიეხო (79. დუდა) - ხუანმი
გაფრთხილება: ნაჩო, ამაია, ბაენა, ემბარბა, მანუჩო, ზე კაშტრო, ტრაშორასი, ტიტო - ანხელერი
გაძევება: ანხელერი (74)
კუთხური: 7-4; ჯარიმა: 20-15; თამაშგარე: 6-2; კარში დარტყმა: 11-6 (2-2); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 9 110

ლევანტე-სელტა 0:1
გოლები: 0:1 შარლესი (87)
ლევანტე (4-4-2): მარინიო - მორალესი, დ. ნავარო, რამისი, ტონიო - ჩუმეტრა (66. ელ ჟარი), სიმაო, დიოპი (56. ხოსე მარი), რუბენ გარსია (82. რ. მარტინსი) - უჩე, ბარალი
სელტა (4-3-3): ს. ალვარესი - მალიო, კაბრალი, ფონტასი, ხონი - ორელიანა, ა. ფერნანდესი, კრონ-დელი (90. რადოია) - მინა (74. პ. ერნანდესი), ლარივეი (78. შარლესი), ნოლიტო
გაფრთხილება: გარსია, ტონიო, ბარალი, დიოპი - ლარივეი, მალიო, ხონი
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 17-9; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 9-17 (3-5); ბურთის ფლობა: 36%-64%.
მაყურებელი: 11 463

ბილბაო-ალმერია 2:1
გოლები: 1:0 ეჩეიტა (9), 2:0 მ. რიკო (26), 2:1 ბალენსიაგა (47 ს. კ.)
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - დე მარკოსი, ეჩეიტა, ლაპორტი, ბალენსიაგა - ბენიატი, მ. რიკო - ვილიამსი (78. იტურასპე), მუნიაინი, ი. გომესი (72. ირაოლა) - გილერმო (88. სოლა)
ალმერია (4-2-3-1): ხულიანი - მასედო, ფ. ველესი, ტრუხილიო, დუბარბიერი - ვერსა, თომასი - ვ. სილვა (61. ტიევი), კორონა (60. ფ. სორიანო), ე. მენდესი (85. ესპინოსა) - ჰემედი
გაფრთხილება: გომესი, ლაპორტი - დუბარბიერი, ველესი, ჰემედი, ტიევი
გაძევება: ველესი (91)
კუთხური: 9-6; ჯარიმა: 8-20; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 19-7 (6-1); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 35 429

გრანადა-ეიბარი 0:0
გრანადა (4-2-3-1): ოიერი - ნიომი, ბაბენი, მურილიო, ინსუა - ფ. რიკო, რ. პერესი - ლ. ბანგურა (53. იბანიესი), პიტი (66. ხ. მარკესი), კოლუნგა (74. როჩინა) - კორდობა
ეიბარი (4-2-3-1): ხაიმე - ბოვედა, ანიბარო, რ. ნავასი (29. ლარა), ლილიო - დ. გარსია, ბორხა ფერნანდესი - ს. ბერხონი, არუაბარენა (64. პიოვაკარი), აბრაამი (74. დიდაკ ვილა) - დელ მორალი
გაფრთხილება: პერესი, პიტი, მურილიო, როჩინა - ბორხა
კუთხური: 7-5; ჯარიმა: 14-17; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 17-4 (4-1); ბურთის ფლობა: 66%-34%.
მაყურებელი: 15 000

22 მარტი
დეპორტივო-ესპანიოლი 0:0
დეპორტივო (4-2-3-1): ფაბრისიო - ხუანფრანი, ლოპო, სიდნეი, ლუიზინიო - ბერგანტინიოსი (76. ხ. დომინგესი), ბორხესი - ლ. პერესი, ფარინია (59. სალომაო), კავალეირო - რიერა (68. ტოჩე)
ესპანიოლი (4-2-3-1): კასილია - არბილია, ა. გონსალესი, ე. მორენო, დუარტე - კანიასი (71. მონტანიესი), ხ. ლოპესი - ლ. ვასკესი, სევილია (79. მატიონი), ვ. სანჩესი - კაისედო (54. სტუანი)
გაფრთხილება: ლოპო, სიდნეი, ბორხესი, ბერგანტინიოსი - სანჩესი, ლოპესი, დუარტე, გონსალესი
კუთხური: 2-2; ჯარიმა: 10-16; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 14-7 (1-2); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 19 957

ვილიარეალი-სევილია 0:2
გოლები: 0:1 კოკე (49), 0:2 ვიტოლო (65)
ვილიარეალი (4-4-2): ასენხო - მარიო, მუსაჩიო, ბაილი, რუკავინა - მ. გომესი, ჯონათან დოს სანტოსი (59. ტრიგეროსი), პინა, კემპბელი (59. ვიეტო) - ჯოვანი დოს სანტოსი (71. უჩე), ხ. მორენო
სევილია (4-2-3-1): ს. რიკო - კოკე, პარეხა, კოლოძეიჩაკი, ტრემულინა (50. ფ. ნავარო) - კარიშო, მბია - ფიგეირაში, იბორა (61. ბანეგა), ვიტოლო - ბაკა (80. ასპასი)
გაფრთხილება: გომესი, მუსაჩიო - ნავარო
კუთხური: 8-2; ჯარიმა: 11-14; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 23-9 (5-5); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 7 500

სოსიედადი-კორდობა 3:1
გოლები: 0:1 ანდონე (12), 1:1 აგირეჩე (33), 2:1 კასტრო (75), 3:1 ფინბოგასონი (92)
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): რული - ზალდუა, ანსოტეგი, ი. მარტინესი, ი. ბერჩიჩე - პარდო, გრანერო (66. ველა) - ჩაბი პრიეტო, კანალესი, გ. კასტრო (80. ბერგარა) - აგირეჩე (89. ფინბოგასონი)
კორდობა (4-2-3-1): ხუან კარლოსი - გუნინო, პანტიჩი, ი. ლოპესი, პინილიოსი - სუკულინი (50. ფიდელი), კრჰინი - ბებე, ბორხა გარსია, ე. რამოსი (35. ლუსო) - ანდ ონე (80. ფედე კარტაბია)
გაფრთხილება: ანსოტეგი - ლოპესი, რამოსი, სუკულინი, კარლოსი, ბებე, კარტაბია
გაძევება: პანტიჩი (6), ლოპესი (81), პინილიოსი (93)
კუთხური: 9-5; ჯარიმა: 9-16; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 19-11 (3-6); ბურთის ფლობა: 69%-31%.
მაყურებელი: 21 169

ბარსელონა-რეალი 2:1
გოლები: 1:0 მატიო (19), 1:1 რონალდო (31), 2:1 სუარესი (56)
ბარსელონა (4-3-3): ბრავო - დანი ალვეში, პიკე, მატიო, ალბა - რაკიტიჩი (76. ბუსკეტსი), მასკერანო, ინიესტა (80. ჩავი) - მესი, ლ. სუარესი, ნეიმარი (85. რაფინია)
რეალი (4-3-3): კასილიასი - კარვახალი, პეპე (73. ვარანი), ს. რამოსი, მარსელო - მოდრიჩი (88. ლ. სილვა), კროოსი, ისკო (80. ხესე) - ბეილი, ბენზემა, რონალდო
გაფრთხილება: სუარესი, ალბა, მასკერანო, ინიესტა, ალვეში - პეპე, რონალდო, რამოსი, კარვახალი, მოდრიჩი, ისკო
კუთხური: 7-10; ჯარიმა: 9-14; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 17-13 (5-4); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 98 760

ბომბარდირები: 32 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 31 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 17 - ნეიმარი (ბარსელონა); 16 - კარლოს ბაკა (სევილია); 15 - ალბერტო ბუენო (რაიო ვალეკანო); 14 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო).

მომდევნო ტური
3 აპრილი:
ეიბარი-რაიო ვალეკანო

4 აპრილი:
სევილია-ბილბაო, კორდობა-ატლეტიკო, ალმერია-ლევანტე, მალაგა-რეალ სოსიედადი

5 აპრილი:
რეალი-გრანადა, ვალენსია-ვილიარეალი, ხეტაფე-დეპორტივო, სელტა-ბარსელონა

6 აპრილი:
ესპანიოლი-ელჩე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
იგულისხმება სასტარტო შემადგენლობა. უვაჯაი ლოგიკუ ბრატან.
გიოს
14:31 08-04-2015
0
ვიდეო მომეწონა, ფრანგულ ენაზე, მატიეს გოლზე რა დღეში იყო კომენტატორი.
giorgi
20:56 23-03-2015
0

სიახლეები პოპულარული