ანდრეს ინიესტა: ზოგჯერ ვგრძნობ, რომ მე და ჩავიმ მოედანზე ერთად არ უნდა ვითამაშოთ

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა თანაგუნდელ ჩავის შესახებ საუბრობს და საინტერესო აზრს გამოთქვამს.

"ზოგჯერ ვგრძნობ, რომ მე და ჩავიმ მოედანზე ერთად არ უნდა ვითამაშოთ, თუმცა ჩავისთან თამაში პრივილეგიაა, რადგან ის გუნდის სამუშაოს აადვილებს და გუნდურ თამაშს უკეთესს ხდის", - თქვა ინიესტამ Marca-სთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ ინიესტა და ჩავი ერთად 2002 წლიდან გამოდიან და ამ ხნის განმავლობაში "ბარსელონას" მაისურით ერთად 1000 მატჩზე მეტი ჩაატარეს.
ასევე დაგაინტერესებთ