"ნიუ იორკ სიტის" ჩავი ერნანდესის გადაბირება კვლავინდებურად სურს

AutoSharing Option
"ნიუ იორკ სიტის" სამწვრთნელო შტაბი "ბარსელონას" ნახევარმცველის, ჩავი ერნანდესის გადაბირებით კვლავაც დაინტერესებულია. ამის შესახებ ამერიკული კლუბის სპორტულმა დირექტორმა კლაუდიო რეინამ განაცხადა.

"ჩვენ არ დავუხურავთ კარს ჩავის, თუკი მომავალ წელს ჩვენს კლუბში გადმოსვლას მოინდომებს. რა დასამალია, მისი გადმობირება უფრო ადრეც გვსურდა, თუმცა ახალი ფეხბურთელები გაისადაც დაგვჭირდება", - აქვეყნებს რეინას ნათქვამს ესპანური ინტერნეტგამოცემა Sport-ი.

შეგახსენებთ, რომ "ნიუ იორკ სიტის" ჩავის ტრანსფერის განხორციელება 2014 წლის ზაფხულშიც სურდა და ფეხბურთელიც მზად იყო, ამერიკაში გადაბარგებულიყო, თუმცა კატალონიური კლუბის თავკაცმა ლუის ენრიკემ ჩავის დარჩენა გადააწყვეტინა.

ფეხბურთელსა და
ესპანურ გრანდს შორის კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული