ჩავიმ "ოქროს ბურთის" სამ პრეტენდენტს შორის კრიშტიანო რონალდო არ დაასახელა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა ჟურნალისტებს იმ სამი ფეხბურთელის ვინაობა გაუმხილა, რომლებსაც წლის საუკეთესო მოთამაშის ტიტულზე მეტ-ნაკლებად ღირსეულ პრეტენდენტებად მიიჩნევს.

აღსანიშნავია, რომ ჩავის მიერ დასახელებულ ფეხბურთელთა შორის არ მოხვდა მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო.

შეგახსენებთ, რომ რონალდოსთან ერთად, "ოქროს ბურთისთვის" პრეტენზიას კატალონიური კლუბის ფორვარდი ლიონელ მესი და მიუნხენის "ბაიერნის" გოლკიპერი მანუელ ნოიერი აცხადებენ.

"ჯილდოს სამ პრეტენდენტს შორის მე დავასახელებდი მესის, ლამსა და მასკერანოს. რაც შეეხება რონალდოს, მან მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერაფერს მიაღწია. ვფიქრობ, რომ მუნდიალის წელში ამ ტურნირს სეზონის შეფასების მხრივ
დიდი მნიშვნელობა ენიჭება", - აქვეყნებს ჩავის ნათქვამს Sport-ი.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბოღმა იგრძნობა. ალბათ, ასეთ დროს მოსაზრებების ფრქვევისგან თავის შეკავება აჯობებდა. არ უხდება(თ) დიდ სპორტსმენებს!
უფლება აქვს, მაგრამ...
11:27 24-12-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული