ჩავი: მადრიდის "რეალში" ბედნიერი ვერ ვიქნები

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველმა ჩავიმ განაცხადა, რომ ვერ წარმოუდგენია თავი მადრიდის "რეალის" ფეხბურთელად.

"ბარსელონას" ფანი ვარ. "რეალში" ბედნიერი ვერ ვიქნები. წარმოშობით ბარსელონადან ვარ. ეს არის სიმართლე და ვერავის მოვატყუებ.

ყოველთვის ვოცნებობდი, "ბარსელონაში" მეთამაშა და თავს ბედნიერად ვთვლი. ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა, ხოლო "ბარსელონაში" დარჩენის გადაწყვეტილება საუკეთესოა.

მინდა, რაც შეიძლება დიდი ხანი ვითამაშო და კარიერა "ბარსელონაში" დავასრულო. ზაფხულში კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივებაზე შევთანხმდით და ახლა თავს კომფორტულად ვგრძნობ", - თქვა ჩავიმ.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული