ჩავი: იმედი მაქვს, რომ პეპის გზას ოდესმე მეც გავივლი

AutoSharing Option
"ბარსელონას" ვეტერანმა ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა აღიარა, რომ იმედი აქვს, საფეხბურთო კარიერის დასრულების მერე ხოსეპ გვარდიოლას გზას დაადგება. მისი ოცნება ოდესმე კატალონიური გრანდის გაწვრთნაა. შეგახსენებთ, რომ გვარდიოლაც "ბარსელონას" აღზრდილია და ამ კლუბში თამაშობდა, მწვრთნელის რანგში კი მან 14 ტიტული მოიპოვა.

"იმედი მაქვს, რომ პეპის გზას ოდესმე მეც გავივლი. "ბარსელონა" ჩემი სახლია. ჩემი დღეები, როგორც ფეხბურთელის, დათვლილია. ეს გასაგებია, ასაკს თავისი მიაქვს.

ამას უკვე ორგანიზმიც კარგად გრძნობს, მიჭირს ძალების აღდგენა, მიხდება ძალების გადანაწილება, უკვე აღარ შემიძლია ყოველ სამ დღეში დიდი ენერგიით თამაში",
- განაცხადა 34 წლის ნახევარდაცვის მაესტრომ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული