ხუან ანტონიო პიცი: დროა, "ვალენსიამ" ევროსაგზურზე იზრუნოს [VIDEO]

AutoSharing Option
ლა ლიგის 23-ე ტურში "ვალენსიამ" აუტსაიდერი "ბეტისი" 5:0 გაანადგურა. ხუან ანტონიო პიცის გუნდი შესანიშნავ ფორმაშია, შეგახსენებთ, რომ წინა ტურში "ვალენსიამ" სტუმრად შეძლო "ბარსელონას" დამარცხება.

"ვალენსია" 31 ქულით მხოლოდ მე-8 ადგილზეა, ხოლო "ბეტისი" 14 ქულით უიმედო აუტსაიდერია.

41-ე წუთზე პაბლო პიატის კუთხურს თავურით ფრანგი ჟერემი მატიო გამოეხმაურა.

44-ე წუთზე ედუარდო ვარგასის დარტყმულს მიმართულება ახლო მანძილიდან პაკო ალკასერმა შეუცვალა.

62-ე წუთზე "ვალენსიამ" სამაგალითო კონტრშეტევა მოაწყო, რომელიც სოფიან ფეგულიმ დაასრულა.

68-ე წუთზე პაკო ალკასერმა თავურით დუბლი შეასრულა.

79-ე წუთზე ედუარდო ვარგასის სადებიუტო გოლის
დროც დადგა - 5:0.

ხუან ანტონიო პიცი (ვალენსია): "ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია, გუნდმა დაიწყოს ევროსაგზურის მოსაპოვებლად ზრუნვა. ახლა შორს ვართ ამ საგზურისგან, მაგრამ ჩვენ ეს შეგვიძლია. ამ შედეგით გამარჯვება ბიჭებს საკუთარი ძალების რწმენას შეჰმატებს".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული