ხუან ანტონიო პიცი "ვალენსიას" ახალი თავკაცია

AutoSharing Option
26 დეკემბერს "ვალენსიას" თავი დაედგა - ზუსტად ათი დღის წინათ განთავისუფლებულ მიროსლავ ჯუკიჩს შემცვლელი მოუძებნეს. როგორც მოსალოდნელი იყო, ის არგენტინელი სპეციალისტი ხუან ანტონიო პიცია.

"ვალენსიამ" მიაღწია შეთანხმებას ხუან ანტონიო პიცისთან, რომელმაც ახლახან "სან ლორენსოს" არგენტინის ჩემპიონობა მოაგებინა. მას დაეხმარებიან ალეხანდრო რიჩინო და მანუელ სუარესი. სულ მალე გაიმართება პიცის ოფიციალური პრეზენტაცია, რომლის თარიღსაც შეგატყობინებთ", - წერია კლუბის ოფიციალურ კომუნიკეში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ტურში, "რეალის" წინააღმდეგ (2:3) "ვალენსიას" სარეზერვო გუნდის თავკაცი ნიკო ესტევესი წვრთნიდა. პიცი 45 წლისაა. ის 1993-94 წლების სეზონში "ვალენსიაში"
თამაშობდა, თუმცა "ღამურების" გარდა, ისეთ გუნდებში უთამაშია, როგორებიც "ბარსელონა", "პორტუ" და "რივერ პლეიტია". როგორც ესპანეთის მოქალაქე, პიცი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებშიც ასპარეზობდა - 22 თამაში, 8 გოლი.

2010 წელს მან "უნივერსიდად კატოლიკა" გახადა ჩილეს ჩემპიონი, ხოლო ახლახან "სან ლორენსოს" მოაგებინა არგენტინის ტიტული

"ვალენსიამ" არგენტინელ სპეციალისტთან 2015 წლის ზაფხულამდე გააფორმა ხელშეკრულება.

ასევე იხილეთ:
"ვალენსიამ" მიროსლავ ჯუკიჩი დაითხოვა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული