კარლო ანჩელოტი: რონალდოზე წესების დარღვევა ყველამ დაინახა, არბიტრის გარდა

AutoSharing Option
ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მეათე ტურში დამარცხების შემდეგ, მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო აჩელოტიმ დაიჩივლა, რომ ერთ-ერთ ეპიზოდში მსაჯს მისი გუნდის სასარგებლოდ პენალტის დანიშვნა მართებდა.

26 ოქტომბერს გამართულ "ელ კლასიკოში" "ბარსელონამ" ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა. გოლები ნეიმარმა და ალექსის სანჩესმა გაიტანეს, ერთი ბურთის გაქვითვა კი მატჩის მიწურულს ხესემ შეძლო.

იტალიელი სპეციალისტის უკმაყოფილების მიზეზი კი ის მომენტი გახდა, როდესაც ხავიერ მასკერანომ თავის საჯარიმოში კრიშტიანო რონალდოს უბიძგა.

”მეორე ტაიმში უკეთესად ვითამაშეთ. თამაშის გაკონტროლებას არცთუ ურიგოდ ვახერხებდით და გატანის შანსიც რამდენჯერმე მოგვეცა.

მსაჯს პენალტი უნდა
დაენიშნა, როდესაც მასკერანომ რონალდოს უბიძგა. ამ ეპიზოდში წესების დარღვევა ყველამ კარგად დაინახა, არბიტრის გარდა. აღარაფერს ვამბობ კიდევ ერთ ეპიზოდზე, როდესაც ადრიანომ ხელით ითამაშა თავის საჯარიმოში...".

54 წლის სპეციალისტმა დასძინა, რომ მადრიდულ კლუბში გარეთ ბეილის ადაპტაციის პერიოდი ჯერ არ დასრულებულა და ამიტომაცაა მოედანზე ის ნაკლებად შესამჩნევი.

"ბეილს გარკვეული დრო კიდევ სჭირდება, რათა გუნდთან ადაპტაცია შეძლოს. თუმცა თამაშიდან თამაშამდე ის სულ უფრო თავდაჯერებული ხდება",
- აქვეყნებს ანჩელოტის ნათქვამს "სამეფო კლუბის" ოფიციალური საიტი.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
გოლი+პასი: ნეიმარმა კლასიკო პირველივე ცდაზე დაიპყრო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული