ხერარდო მარტინოს 10 ფრაზა

AutoSharing Option
ტიტო ვილანოვას ავადმყოფობამ "ბარსელონას" არგენტინელი სპეციალისტი ხერარდო მარტინო იგივე "ტატა" დაუკავშირა.

50 წლის ყოფილი ფეხბურთელი მოულოდნელად ისეთი საჭირო კაცი გახდა, რომ "ბარსას" პრეზიდენტი სანდრო როსელი მასთან დასაკავშირებლად პოლიტიკოსებსაც არ მოერიდა და საერთო ნაცნობს, პარაგვაის პრეზიდენტ ორასიო კარტესს დაურეკა.

გთავაზობთ "ბარსას" ახალი მესაჭის ათ ყველაზე საინტერესო ფრაზას, რაც მან ჟურნალისტებთან შეხვედრაზე თქვა. ამ ფრაზების მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ ტატა ტაქტიანია, მის ხელში "ბარსელონაში" აუცილებლად იქნება ცვლილებები, ხოლო ლიონელ მესის "ხელშეუხებელის" სტატუსი მიენიჭება.

1) "ბარსელონაში" მუშაობა პრივილეგიაა. ხშირად არ დაგიძახებენ ასეთ კლუბში
სამუშაოდ, ეს მუდამ მემახსოვრება.

2) ძალიან კარგად მესმის, რატომ არ მიცნობენ ესპანეთში. ევროპაში, რომ მემუშავა, სულ სხვა სიტუაცია იქნებოდა.

3) ვცდილობ, ფეხბურთელებთან ახლო ურთიერთობა მქონდეს, მოვუსმინო მათ, ეს გუნდურ შემართებას ამაღლებს.

4) ლეო მესი და მე ორივე როსარიოელი ვართ, ორივე "ნიუელს ოლდ ბოისთან" დაკავშირებული, მაგრამ ერთმანეთს აქამდე არ ვიცნობდით.

5) მესი ისევ იმ პოზიციაზე ითამაშებს, მან თავი ყოველთვის კომფორტულად უნდა იგრძნოს კლუბში, ეს აქსიომაა.

6) თუ ლეო მესი და ნეიმარი ერთად კარგად ვერ ითამაშებენ, ეს მესის და ნეიმარის ბრალი არ იქნება, მწვრთნელის ბრალი იქნება...

7) მე ტიტოს ველაპარაკე ტელეფონით, მან გულწრფელად მისურვა წარმატება.

8) დღეისათვის, მე "ბარსას" ყველა ფეხბურთელზე მაქვს გეგმები და იმედია, სეზონის ბოლომდე ასე იქნება.

9) ჩვენ შევეცდებით რაღაცების შეცვლას, რომ საუკეთესო "ბარსა" მივიღოთ, მაგრამ გუნდმა ისევ უნდა იმუშავოს, ბურთის მალე მოპოვებაზე და მეტოქის ნახევარზე პრესინგზე.

10) თუ ტიტულს ვერ მოვიგებთ, ეს ჩვენი ჩავარდნა იქნება
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ბარსელონა" "ტატა" მარტინოს 7 გოლით მიეგება [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული