რაულ გონსალესის ბოლო აკორდი

AutoSharing Option
რაულ გონსალეს ბლანკომ კარიერის უდიდესი და საუკეთესო წლები მადრიდის "რეალში" გაატარა, "სამეფო გუნდის" ლეგენდად იქცა, მაგრამ ოფიციალური გაცილება სხვაგან, კერძოდ "შალკეში" მოუწყვეს.

მართალია, 36 წლის ფორვარდმა გელზენკირხენული კლუბი შარშან დატოვა, მაგრამ გამოსათხოვარი მატჩი მაშინვე დაიგეგმა და ამ უქმეებზე შედგა. "შალკესა" და "ალ სადის" ამხანაგურ მატჩს გერმანული კლუბისთვის ახალი სეზონის ოფიციალური გახსნის სტატუსიც ჰქონდა. ამასთან, გელზენკირხენელებმა ოფიციალურად წარადგინეს ახალი ფეხბურთელები - ფელიპე სანტანა, ლეონ გორეტცკა, ადამ სალაი და კრისტიან კლემენსი.

100 000 მაყურებლის თვალწინ "შალკემ" "ალ სადი" 9:0 გაანადგურა. რაულმა პირველ
ტაიმში "ალ სადის" შემადგენლობაში ითამაშა, მეორე ნახევარში კი "შალკეს" ფორმა მოირგო და თავის ამჟამინდელ კლუბს ორი გოლი გაუტანა (ერთი პენალტით). "შალკედან" დუბლები შეასრულეს ჯეფერსონ ფარფანმა და ადამ სალაიმაც, თითო გოლი კი გორეტცკასა და კლაას-იან ჰუნტელაარის ანგარიშზეა.

"როცა გავიგე, რომ 100 000 ფანი მოვიდოდა, თავი უბედნიერეს ადამიანად ვიგრძენი. ვამაყობ, რომ "შალკეს" ფანებს ასე ძლიერ ვუყვარვარ. ცხოვრების ბოლომდე ამ გუნდის მადლიერი ვიქნები, "შალკე" ჩემთვისაც განსაკუთრებული მოვლენაა," - აღნიშნა რაულმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რაულ გონსალესი მადრიდის "რეალში" კიდევ ერთ ტაიმს ითამაშებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული