"ბარსელონამ" ხერარდო მარტინოს დანიშვნა დაადასტურა

AutoSharing Option
23 ივლისს "ბარსელონამ" დაადასტურა, რომ ახალ მწვრთნელად არგენტინელი სპეციალისტი ხერარდო მარტინო დაინიშნა.

მარტინო ავადმყოფობის გამო გუნდიდან წასულ ტიტო ვილანოვას შეცვლის.

უახლოეს ხანებში გაცხადდება, როდის გაიმართება მწვრთნელის კონტრაქტზე ხელმოწერის ცერემონიალი და პრეზენტაცია.

ჩვენ ესპანურ მედიაზე დაყრდნობით ვიუწყებოდით, რომ ხერარდო მარტინო 3 წლით გახდა "ბარსას" მწვრთნელი, თუმცა ოფიციალური წყარო მხოლოდ 2-წლიან კონტრაქტს ადასტურებს.

"ტატა" მარტინო როსარიოში 1962 წელს დაიბადა. მან წარმატებული ფეხბურთელის და მწვრთნელის კარიერა გაიარა. ბოლოს კი "ნიუელს ოლდ ბოისს" წვრთნიდა და არგენტინის ფინალური ტურნირი მოაგებინა.

ხერარდო მარტინო "ბარსელონას" ისტორიაში მე-4
არგენტინელი მწვრთნელი იქნება როკე ოლსენის, ელენიო ერერას და სესარ ლუის მენოტის შემდეგ.

ასევე იხილეთ:
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი შესაძლოა ხერარდო მარტინო გახდეს
"ბარსელონას" ფანებს მწვრთნელად მარსელო ბიელსა სურთ
ლიონელ მესი: მე მომწონს ხერარდო მარტინო
ხერარდო მარტინო "ბარსელონას" ახალი მთავარი მწვრთნელია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული