მაინც "ატლეტიკო"! ვიტოლომ საკუთარი თავი გამოისყიდა

AutoSharing Option
ბევრი აწვალა ვიტოლომ "სევილიასა" და "ატლეტიკოს" წარმომადგენლები და ბოლოს გადაწყვეტილება მადრიდელთა სასარგებლოდ მიიღო.

"სევილიას" 27 წლის შემტევის შეძენით "ატლეტიკო" იყო დაინტერესებული და მადრიდელები ფეხბურთელის დამატებასთან ახლოსაც იყვნენ. გუშინ კი "სევილიამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ვიტოლო ანდალუსიურ კლუბთან კონტრაქტს ახანგრძლივებდა, მისი გამოსასყიდი თანხა კი 36 მილიონიდან 50 მილიონამდე გაიზრდებოდა.

დღეს ვიტოლოს "სევილიას" საწვრთნელ ბაზაზე ელოდნენ, მაგრამ ვარჯიშის ნაცვლად, მან მადრიდში გამგზავრება გადაწყვიტა. ფეხბურთელი ლა ლიგის ცენტრალურ ოფისში "ლას პალმასის" წარმომადგენლებთან ერთად მივი
და, ანგარიშზე 36 მილიონი ევრო შეიტანა და საკუთარი თავი გამოისყიდა.

და რა შუაშია "ლას პალმასი"? "ატლეტიკოს" მიმდინარე ზაფხულში ტრანსფერებზე ბანი ადევს. ეს ნიშნავს, რომ "როხიბლანკოს" ფეხბურთელის დარეგისტრირების უფლება 2018 წლის იანვრამდე არ აქვს. ვიტოლო სეზონის პირველ ნახევარს სწორედ "ლას პალმასში" გააატარებს, შემდეგ კი "ატლეტიკოს" შეუერთდება.

მადრიდულმა კლუბმა ტრანსფერი უკვე დაადასტურა და გვამცნო, რომ ვიტოლო ესპანეთის დედაქალაქში 2022 წლამდე ითამაშებს. თუმცა, ფეხბურთელის იმ ხასიათის გათვალისწინებით, რომელიც მან ბოლო 24 საათში გამოავლინა, არ გამოვრიცხოთ, ხვალ ის სულ სხვა კლუბის მაისურით ვიხილოთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული