ხოსე ხიმენესი: პრემიერლიგაში თამაშზე ვოცნებობ

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" ცენტრალურმა მცველმა ხოსე ხიმენესმა ურუგვიულ ტელევიზიას ინტერვიუ მისცა, სადაც აღნიშნა, რომ დიდი სიამოვნებით მოსინჯავდა ძალებს ინგლისში.

22 წლის ფეხბურთელმა განაცხადა:

"მე ვოცნებობ პრემიერლიგაში თამაშზე, რადგან იქ ყველა მატჩი დაძაბული და სანახაობრივია, თუმცა, თუ "ატლეტიკო" სამუდამო კონტრაქტს შემომთავაზებდა, აუცილებლად დავრჩებოდი. მე აქ ბევრი რამ ვისწავლე, ასეთ კლუბში თამაში დიდი პრივილეგიაა".

ურუგვაელი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს სერიოზულად განიხილავდა კლუბის დატოვების პერსპექტივებს, რადგან დიეგო სიმეონეს გუნდში მას ნაკლები სათამაშო დრო აქვს, ის არ ითვლება ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად; ამასთან ერთად, ჩოლო ხიმენესს
არც მისთვის ჩვეულ პოზიციაზე ათამაშებს, ნახევარდაცვაში თამაში კი 22 წლის ფეხბურთელს არ ხიბლავს.

ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია ხიმენესის რომელიმე კლუბში შესაძლო გადასვლის
შესახებ, თუმცა მან ინტერვიუშიც აღნიშნა, რომ მისი მთავარი მიზანი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ურუგვაის ძირითად შემადგენლობაში თამაშია, რაშიც მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ესაჭიროება.

ურუგვაელმა "ატლეტიკოში" მოსვლის დღიდან ლა ლიგაში 65
ა 2 ა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული